ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ანთება

ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ანთება

რა არის ალკოჰოლური ჰეპატიტი?

ალკოჰოლური ჰეპატიტი ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის ანთებაა.

დაავადება ყალიბდება იმ პირებში, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი დოზით ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარენ. ამ დიაგნოზის დროს, თუ თქვენთვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე და თუ მაინც განაგრძობთ სასმლის მიღებას დიდი რისკია ჩამოგიყალიბდეთ ღვიძლის სერიოზული დაზიანება და დაიღუპოთ.

აღსანიშნავია, რომ დაავადება ყველა ქრონიკულ ალკოჰოლიკს არ ემართება და ჰეპატიტი შეიძლება განუვითარდეთ იმ პირებსაც, რომლებიც საშუალო რაოდენობის სასმელს მოიხმარენ.

სიმპტომები

ალკოჰოლური ჰეპატიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი კანისა და თვალის
თეთრი ნაწილის სიყვითლეა.

სხვა ნიშნები და სიმპტომებია:

  •  მადის დაქვეითება;
  •  გულისრევა და ღებინება;
  •  მომატებული მგრძნობელობა მუცლის არეში;
  •  სიცხე (ხშირად დაბალი);
  •  დაღლილობა და სისუსტე.

მძიმე ფორმის ალკოჰოლური ჰეპატიტის სიმპტომებია:

  •  სითხე მუცლის ღრუში;
  •  თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა;
  •  დაბნეულობა და უჩვეულო ქცევა, ქცევითი ცვლილება.


როდის მივმართოთ ექიმს?

ალკოჰოლური ჰეპატიტი სერიოზული და ხშირად სასიკვდილო დაავადებაა. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ:

  •  შენიშნეთ ალკოჰოლური ჰეპატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები;
  •  ვერ ახერხებთ ალკოჰოლის რაოდენობის კონტროლს, უარს ვერ ამბობთ სასმელზე.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/alcoholic-hepatitis/symptoms-
causes/syc-20351388