გიყვართ ზღვა?
თუ თქვენი პასუხი დადებითია, სავარაუდოდ, ზღვაში ცურვის სასარგებლო თვისებები საკუთარ თავზე უკვე გამოცდილი გექნებათ. სტატიაში უფრო დეტალურად გაგაცნობთ სანაპიროზე ნებივრობის დადებითი ეფექტის შესახებ.
ზღვის კურორტზე დასვენება რელაქსაციის, განტვირთვის, მოდუნების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. მოლივლივე ზღვა გამშვიდებთ, დადებითი ემოციებით გავსებთ - ზოგიერთი ფსიქოლოგის აზრით, ტალღების ხმის მოსმენისას პირი სტრესისგან მარტივად თავისუფლდება, პოზიტიურ გუნება-განწყობილებაზე დგება.
ცნობილია, რომ ცურვა მოწოდებულია ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, რადგან ცურვის დროს მკვრივდება კუნთი, აქტიურდება თითქმის ყველა სისტემა, მნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ძლიერდება იმუნიტეტი.
ზღვის წყალი გამოირჩევა ანტიბაქტერიული ეფექტით. ზღვა მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, შესაბამისად, ცურვის დროს კანს ბუნებრივ დამატენიანებელს აწვდით.
ზღვის წყალი შეიცავს ისეთ სასარგებლო მინერალებს როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი, სულფატი და სხვა. ზღვის წყალი კანიდან ზედმეტ ტოქსინებს გაშორებთ. აკნეს მქონე ზოგიერთი პაციენტის თქმით, ზღვაში ცურვის შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მათი კანის სტრუქტურა.
ზღვა სასარგებლოა:
- რესპირატორული სისტემისთვის;
- მშვიდი ძილისთვის;
- ნერვული სისტემისთვის;
- ორგანიზმში გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები;
- აერობიკული ვარჯიშის შეუცვლელი ფორმაა.
წყარო:
https://www.stmichaelsresort.com/journal/vitamin-sea-the-health-benefits-of-sea-swimming
https://www.suninternational.com/stories/travel/fact-being-by-the-seaside-is-good-for-your-
health/