ვარიკოზი გადიდებული, შესიებული ვენებია.
შეიძლება ნებისმიერი ზედაპირული ვენა გახდეს ვარიკოზული, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზიანდება ქვემო კიდურები, რადგან სიარულის თუ ფეხზე დგომის დროს წნევა სწორედ ამ მიდამოში იზრდება.
ამ მდგომარეობის დროს ადამიანს აქვს ერთგვარი ობობის მსგავსი (ვენური ობობები), მუქი იისფერი ან ლურჯი შეფერილობის, ამობურცული და დაკლაკნილი ვენები.
ვიზუალურ სიმპტომებთან ერთად პაციენტი სავსებით მოსალოდნელია
უჩიოდეს შემდეგს: სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, ადვილად
იღლებოდეს, ფეხებში ჰქონდეს წვის, პულსაციისა და კუნთის კრუნჩხვის
შეგრძნება, დიდხანს ჯდომისა თუ დგომის გამო ძლიერდებოდეს ტკივილი,
ვარიკოზული ვენების გარშემო კანმა შეიცვალოს ფერი და გამოიწვიოს ქავილი.
დიაგნოსტირება
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია ვენების დუპლექს-სკანირება.
მკურნალობა
მკურნალობა უმეტესად, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ნაკლებად ინვაზიურ პროცედურებს მოიცავს და ამბულატორიულ რეჟიმში ხორციელდება. იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტური თერაპია ეფექტური არ არის, შესაძლოა
დაინიშნოს ლაზერული აბლაცია, სკლეროთერაპია, ამბულატორიული ფლებექტომია და სხვა.
მკურნალობა სახლის პირობებში
ვარიკოზული ვენების დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეაფასოს მედიკოსმა და ყოველთვის უნდა იხელმძღვანელოთ მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული კურსით. სახლის პირობებში შეგიძლიათ დაიხმაროთ ეს მეთოდებიც, რომელიც მდგომარეობის მართვასა და სიმპტომების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
რეკომენდებულია:
- ფიზიკური აქტივობა, დაბალი/მცირე დატვირთვის ვარჯიში (სეირნობა, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა ან იოგა);
- ხშირად მიირთვით კალიუმით, ფლავონოიდებითა და ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები (მაგალითად, ნუში, თეთრი ლობიო, კარტოფილი, ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი, მთლიანი მარცვლეულის ნაწარმი, შვრია, პარკოსნები, ნიგოზი, ციტრუსი, ყურძენი, ბალი, ვაშლი, მოცვი, ნიორი და სხვა);
- დალიეთ რეკომენდებული დოზით წყალი;
- თუ გაწუხებთ ჭარბი წონა სასურველია დაიკლოთ თუნდაც რამდენიმე კილოგრამი და აუცილებლად იგრძნობთ შვებას;
- უარი უნდა თქვათ თამბაქოზე, ალკოჰოლზე;
- მოერიდეთ ტანზე მოტკეცილ, მჭიდრო სამოსს;
- არ ჩაიცვათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
- უპირატესობა მიანიჭეთ კომფორტულ ფეხსაცმელს;
- ფეხები მაღლა ასწიეთ, გულის დონეზე ან ოდნავ მაღლა;
- რელაქსაციისთვის ფეხზე გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი (მოერიდეთ უშუალოდ ვენაზე ზეწოლას, დაუშვებელია);
- მაქსიმალურად მოერიდეთ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომას ან დგომას (ხშირად შეიცვალეთ სხეულის პოზა).
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/321703#ten-home-treatments