რა არის თალასოფობია?
თალასოფობია ზღვის, ოკეანის შიშია. ამ ფობიის მქონე ადამიანები ერიდებიან სანაპიროებს, არ ცურავენ ზღვაში და გემითაც არასდროს მოგზაურობენ.
თალასოფობია შეიძლება გამოხატული იყოს მსუბუქი ფორმით ან მიმდინარეობდეს ძალიან მწვავედ; მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს პანიკური შეტევა შეიძლება მხოლოდ იმიტომ დაეწყოს, რომ ზღვას შეხედა ან ზღვის ფოტო დაათვალიერა.
აღნიშნული ფობიის გამო პირს ეშინია ზღვის ბინადრების ან ოკეანის ღია სივრცის, ან ორივეს ერთად.
თალასოფობია განსხვავდება აკვაფობიისგან - აკვაფობია უშუალოდ წყლის შიშია.
თალასოფობია გაქვთ თუ გეშინიათ:
- ზღვასთან ახლოს ყოფნის;
- არ გიყვართ ზღვაში ცურვა;
- არ გსიამოვნებთ სანაპიროზე სეირნობა;
- პანიკურად გეშინიათ გემით მგზავრობის.
მწვავე კლინიკურ შემთხვევებში ვლინდება პანიკური შეტევა, რომლის დროსაც ორგანიზმში წარმოიქმნება შემდეგი სიმპტომები:
- თავბრუსხვევა;
- გულის წასვლის შეგრძნება;
- ხშირი სუნთქვა;
- აჩქარებული გულისცემა;
- კანკალი;
- ოფლიანობა;
- შეგრძნება თითქოს იგუდებით, იხრჩობით;
- გულისრევა ღებინებით ან მის გარეშე.
რა იწვევს ამ ფობიას? ფსიქოლოგების განმარტებით, ზოგჯერ ფობია ყალიბდება პიროვნების ცხოვრებაში მომხდარი ტრავმული მოვლენის შედეგად. შესაძლოა თალასოფობია ჩამოყალიბდეს იმის გამო, რომ ადამიანი წარსულში ცურვას სწავლობდა და კონკრეტულ მომენტში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა ან წაიკითხა ცუნამისა თუ ზვიგენის თავდასხმის შესახებ და სხვა.
როგორც წესი, თალასოფობია ვითარდება ბავშვობაში და სწორედ ამიტომ პიროვნებას უჭირს გაიხსენოს კონკრეტული სიტუაცია რის შემდეგაც ზღვის, ოკეანის შიში გაუჩნდა. რასაკვირველია, სავსებით შესაძლებელია თალასოფობია ჩამოყალიბდეს ზრდასრულ ასაკშიც.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/thalassophobia#when-to-seek-help