უეცარი თავბრუსხვევა

უეცარი თავბრუსხვევა

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

თავბრუსხვევას ადამიანები აღწერენ როგორც გულის წასვლის, ბალანსის დაკარგვის, გონების დაბინდვის შეგრძნებას. 

უეცარი თავბრუსხვევის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ყურის დაავადება, ისე დაბალი წნევა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები თუ სხვა მდგომარეობები. 

უეცარ თავბრუსხვევას შესაძლოა უჩიოდეთ შემდეგი მიზეზით:

• მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• ჰაერის მაღალი ტემპერატურა; 
• გაუწყლოება; 
• სტრესი, შფოთვა, სიბრაზე, შიში; 
• რკინადეფიციტური ანემია;
• შაკიკი; 
• სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა. 

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ უეცარი თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ, რამდენიმე წუთის შემდეგაც კი არ ალაგდა ან ერთვის შემდეგი სიმპტომები:

• სმენის დაკარგვა; 
• ყურში ზარის რეკვის მსგავსი ხმა; 
• წაიქეცით და გიჭირთ სიარული; 
• გიჭირთ ადეკვატურად მეტყველება;
• გულმკერდის ტკივილი; 
• ბუნდოვანი მხედველობა;
• დაბუჟება კიდურების ან სახის არეში;
• გულისრევა;
• უჩვეულო ან მწვავე თავის ტკივილი. 

სასწრაფო გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ თუ ვერტიგოს (თავბრუსხვევის მწვავე ფორმა) თან ერთვის ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი სიცხე.

 

 

წყარო:   

https://www.medicalnewstoday.com/articles/sudden-dizziness