ეოზინოფილური ეზოფაგიტი - ქრონიკული იმუნური სისტემის დაავადება

ეოზინოფილური ეზოფაგიტი - ქრონიკული იმუნური სისტემის დაავადება

რა არის ეოზინოფილური ეზოფაგიტი?

ეოზინოფილური ეზოფაგიტი ქრონიკული იმუნური სისტემის დაავადებაა.

ამ პათოლოგიის დროს სისხლის თეთრი უჯრედის ფორმა ეოზინოფილი საყლაპავი მილის ამომფენზე გროვდება. ეოზინოფილის დაგროვების მიზეზია საჭმელზე, ალერგენსა თუ მჟავა რეფლუქსზე გამოხატული რეაქცია - შესაძლოა ამ პროცესმა საყლაპავი მილის ქსოვილი დააზიანოს ან ანთება წარმოქმნას. დაზიანებული საყლაპავი მილის ქსოვილის ფონზე პაციენტს უჭირს გადაყლაპვა - შესაძლოა საჭმელი გაიჩხიროს კიდეც.

ეოზინოფილური ეზოფაგიტი აღმოაჩინეს ადრეულ 90-იან წლებში, თუმცა დღეს ეს დიაგნოზი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ზრდასრულებში ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ყლაპვის გაძნელება;
  • ყლაპვის შემდეგ საკვები საყლაპავ მილში იჭედება;
  • გულმკერდის ტკივილი;
  • პაციენტს მოუნელებელი საკვები უკან ამოაქვს.

ბავშვებში ჩნდება შემდეგი ნიშნები:

  • ჩვილების გამოკვებას ვერ ახერხებთ;
  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • მდგომარეობა არ უმჯობესდება მედიკამენტური თერაპიის კურსის მიუხედავად;
  • კვების უკმარისობა, ზრდა-განვითარების ჩამორჩენა, წონის კლება.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გულმკერდის ტკივილს თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა, ყბისა თუ მკლავის, მხრის ტკივილი.

აუცილებლად უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია თუ შენიშნეთ ეოზინოფილური ეზოფაგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ამასთან, ექიმს უნდა მიმართოთ თუ კვირაში ორჯერ ან მეტჯერ გიწევთ გულძმარვისთვის განკუთვნილი მედიკამენტის მიღება.

 

 

 

წყარო: 

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/eosinophilic-esophagitis/symptoms-causes/syc-20372197