რა არის პილარული კერატოზი?
პილარული კერატოზი გავრცელებული და უვნებელი კანის მდგომარეობაა, რომლის გამოც ჩნდება ლაქები და პაწაწინა აკნესმაგვარი გამონაყარი (ძირითადად, მკლავზე, თეძოზე, ლოყებზე ან დუნდულებზე).
გამონაყარი არ იწვევს ტკივილს და არც ქავილის შეგრძნება შეგაწუხებთ.
მისი მკურნალობა ან პრევენცია შეუძლებელია. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია კანის დამატენიანებელი საშუალებების და რეცეპტით დანიშნული კრემის გამოყენება.
პილარული კერატოზი, როგორც წესი, თავისით ქრება 30 წლის ასაკში.
პილარული კერატოზი ყალიბდება კერატინის დაგროვების გამო. კერატინი არის მყარი ცილა, რომელიც კანს მავნებელი ნივთიერებებისგან და ინფექციისგან იცავს.
უცნობია თუ რა იწვევს აღნიშნული ცილის დაგროვებას. გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური დაავადება ან კანის სხვა პათოლოგიები.
პილარული კერატოზი მშრალი ტიპის კანის ადამიანებში უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/keratosis-pilaris/symptoms-causes/syc-20351149