რა არის ციკლოთიმია?
ციკლოთიმია იშვიათი განწყობის დარღვევაა, რომლის გამოც ადამიანის ემოციური მდგომარეობა ცვალებადია, თუმცა ისევე ექსტრემალურად არაა გამოხატული როგორც ბიპოლარული დაავადების დროს.
ციკლოთიმიის მართვისთვის მოწოდებულია ფსიქოთერაპია, სპეციფიკური მედიკამენტები.
სიმპტომები
ჰიპომანიური ფაზის ნიშნები:
- ეიფორია;
- უკიდურესი იპტიმიზმი;
- მაღალი თვითშეფასება;
- უჩვეულოდ ბევრი საუბარი;
- რისკის შემცველი ქცევა ან დაუფიქრებელი არჩევანი;
- მოჭარბებული ფიქრი გონებაში;
- გამაღიზიანებელი ქცევა;
- მომატებული ფიზიკური აქტივობა;
- გაძლიერებული მოტივაცია;
- ქვეითდება ძილის სურვილი;
- დაბნეულობა;
- კონცენტრაციის დაქვეითება.
დეპრესიული ფაზის სიმპტომები:
- დამწუხრება, მოწყენილობა, უიმედობა, სიცარიელის განცდა;
- პაციენტს ხშირად აქვს ტირილის სურვილი;
- გაღიზიანება;
- ინტერესს კარგავთ იმ საქმის მიმართ, რომელიც ერთ დროს სიამოვნებას განიჭებდათ;
- წონის ცვლილება;
- დანაშაულის შეგრძნება;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- მოუსვენრობა;
- დაღლილობა;
- კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები.
გამომწვევი მიზეზი
ციკლოთიმიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მეცნიერთა აზრით, სხვა ფსიქიკური დარღვევის მსგავსად სავსებით შესაძლებელია ციკლოთიმიის ჩამოყალიბებაში ამ ფაქტორების კომბინაცია იყოს მთავარი მიზეზი, კერძოდ:
- გენეტიკა;
- ცვლილება ტვინის ნეირობიოლოგიაში;
- ტრავმა ან ხანგრძლივი დროით მიმდინარე სტრესი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cyclothymia/symptoms-causes/syc-20371275