ჩაინიშნეთ ეს სია - გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

ჩაინიშნეთ ეს სია - გულისთვის სასარგებლო პროდუქტები

ორგანიზმის მდგომარეობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალურ ორგანოზე ზრუნვა აუცილებელია.

გულისთვის განსაკუთრებით მავნებელია თამბაქო, ჭარბი წონა.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია სტრესი, დეპრესია, სოციალური იზოლაცია.

გირჩევთ რეგულარულად აკონტროლოთ სისხლში ქოლესტერინის დონე და არტერიული წნევა.

გულის ჯანმრთელობისთვის მოწოდებულია რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

კვების რაციონში მაქსიმალურად შეამცირეთ მარილის დოზა, აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა, მოერიდეთ არაჯანსაღ ცხიმს.

ხშირად უნდა მიირთვათ ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები. გაითვალისწინეთ, კვება მთავარ როლს თამაშობს.

გულის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

  • მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
  • მთლიანი მარცვლეული;
  • კენკრა;
  • ავოკადო;
  • ცხიმიანი თევზი;
  • ნიგოზი;
  • ლობიო;
  • შავი შოკოლადი;
  • პომიდორი;
  • ნუში;
  • ნიორი;
  • კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი;
  • სოიო.

რაც შეეხება სასმელს, სასარგებლოა მწვანე ჩაი.

წყარო:

https://www.healthline.com/nutrition/heart-healthy-foods#TOC_TITLE_HDR_2