სიმსუქნე სხვადასხვა შეძენილი დაავადების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.
მუცლის არეში ზედმეტი ცხიმი მხოლოდ ვიზუალური დისკომფორტი არ არის და სამწუხაროდ, არაერთი პათოლოგიური პროცესი სწორედ მის გამო ყალიბდება.
იზრდება შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:
- გულის შეტევა ან გულის სხვა დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- ინსულტი;
- დიაბეტი ტიპი 2;
- ასთმა;
- ძუძუს კიბო;
- მსხვილი ნაწლავის კიბო;
- დემენცია და სხვა.
ღიპის გამომწვევი მიზეზებია:
- არაჯანსაღი კვება (უმეტესად დამნაშავეა ტკბილი საკვები და გაზიანი სასმელები, არ მიირთმევთ ცილას, გიყვართ ტრანს ცხიმები, სიამოვნებით იკვებებით სწრაფი კვების ობიექტებში, არც კი გახსოვთ ბოლოს როდის მიირთვით ხილი, ბოსტნეული და მთლიანი მარცვლეული, იშვიათად წვნიანი კერძით რომ ისადილოთ);
- ჭარბი დოზით ალკოჰოლი;
- არ ხართ ფიზიკურად აქტიური, დღის დიდ მონაკვეთს არააქტიურად ატარებთ;
- სტრესი;
- გენეტიკა (თუ გენეტიკურად სიმსუქნისკენ ხართ მიდრეკილი მითუმეტეს უნდა ეცადოთ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა);
- უძილობა ან ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- თამბაქო.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/323309#why-is-it-dangerous