პოდაგრა - შეგრძნება თითქოს ფეხის თითზე ცეცხლი გიკიდიათ

პოდაგრა - შეგრძნება თითქოს ფეხის თითზე ცეცხლი გიკიდიათ

რა არის პოდაგრა (ნიკრისის ქარი)?

პოდაგრა ართრიტის ხშირი და კომპლექსური ფორმაა, ნიკრისის ქარისგან არავინაა დაზღვეული.

შეტევა მოულოდნელად ჩნდება და ხშირად მაშინ, როდესაც გძინავთ - რეაქცია იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი შუაღამისას იღვიძებს და აქვს შეგრძნება თითქოს ფეხის ცერა თითს ცეცხლი უკიდია. დაზიანებულ სახსარში გრძნობთ სიმხურვალეს, არის შესიებული/შეშუპებული და იმდენად მგრძნობიარე, რომ ზეწრის წონაც კი აუტანელ ტკივილს იწვევს.

ნიკრისის ქარისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჩნდება და ქრება, თუმცა სიმპტომების მართვის და შეტევის ეპიზოდის პრევენცია გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია.

პოდაგრას სიმპტომებია:

  • სახსრის ძლიერი, მწვავე ტკივილი;
  • ხანგრძლივი დისკომფორტი;
  • ანთება და სიწითლე;
  • მოძრაობის დიაპაზონის შეზღუდვა.

პოდაგრას განვითარების რისკი იზრდება თუ ორგანიზმში მაღალია შარდმჟავას დონე. ორგანიზმში შარდმჟავას ნორმას ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • რაციონში დიდი რაოდენობით წითელი ხორცი, მოლუსკები, ფრუქტოზის შემცველი ტკბილი სასმელები, ალკოჰოლი;
  • ჭარბი წონა;
  • ზოგიერთი დაავადება და მდგომარეობა, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, გულისა და თირკმლის დაავადებები;
  • კონკრეტული მედიკამენტები;
  • ნიკრისის ქარით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
  • სქესი და ასაკი (დიაგნოზი უფრო ხშირია მამაკაცებში და ხშირად დაავადება თავს იჩენს 30-დან 50 წლამდე ასაკში. რაც შეეხებათ ქალბატონებს, სიმპტომები ჩნდება მენოპაუზის შემდეგ);
  • ქირურგიული ოპერაცია ან ტრავმა.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gout/symptoms-causes/syc-20372897