წარმოგიდგენთ კიტრის სასარგებლო თვისებებს.
ზაფხულში ბევრი ადამიანის რაციონი კიტრისგან შედგება და შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცოდეს, რომ ეს გემრიელი პროდუქტი სხვადასხვა ორგანოსა თუ სისტემას ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებით, მინერალებითა და ბოჭკოთი ამარაგებს.
კიტრი, ძირითადად, წყლისგან შედგება და ამავდროულად მდიდარია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ელექტროლიტებით.
ეს გემრიელი პროდუქტი ადამიანს გაუწყლოებისგან იცავს, რაც ძალიან აქტუალური საკითხია ზაფხულის ცხელ ამინდში.
კიტრი მოწოდებულია ვარჯიშის შემდეგაც - მოგეხსენებათ, ფიზიკურად აქტიური ადამიანი ზაფხულში გაცილებით მარტივად ოფლიანდება, რაც დეჰიდრატაციის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
იმის მიუხედავად რომ წყალი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ბევრი ადამიანი ამ ჯადოსნურ სასმელს დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზით მაინც არ იღებს. თუ წყლის სმის მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ წყალს კიტრი და პიტნა დაუმატოთ - ამ გზით სასმელი გაცილებით გემრიელი მოგეჩვენებათ.
კიტრი სხეულს წყლით ამარაგებს, შესაბამისად, სათანადოდ ფუნქციონირებას ახერხებს კუჭ-ნაწლავი. როცა ორგანიზმი ჰიდრატირებულია ადამიანი დაცულია კუჭის შეკრულობისგან, თირკმლის კენჭებისგან და სხვა იმ პრობლემებისგან, რომლის გამომწვევი მიზეზიც გაუწყლოება ხდება.
ამასთან, კიტრი სასარგებლოა:
- ძვლისთვის;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის;
- დიაბეტის პრევენციისთვის;
- გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით;
- ზრუნავს თქვენი კანის სიჯანსაღეზე;
- გეხმარებათ ნორმალური წნევის შენარჩუნებაში;
- საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს;
- ზედმეტი წონის დაკლებაში გეხმარებათ.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/283006