რა არის კოჭლობა?
კოჭლობა არის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია ვარჯიშისას კუნთებში სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამო.
დისკომფორტი ჩნდება ვარჯიშის დროს და ტკივილი ლაგდება დასვენებისას, თუმცა როდესაც მდგომარეობა მწვავდება, ადამიანი ტკივილს გრძნობს დასვენების პროცესშიც, ანუ როცა ფიზიკურად აღარაა დატვირთული.
ტექნიკურად, კოჭლობა დაავადების და უმეტესად პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომია.
მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია ვასკულარული დაავადების რისკის მინიმუმამდე დაქვეითება, ტკივილის შემცირება, მობილობის გაზრდა, ქსოვილის დაზიანების თავიდან არიდება.
კოჭლობის სიმპტომებია:
- კუნთის დატვირთვისას ტკივილი, დისკომფორტი ან დაღლილობა;
- ტკივილი თეძოს, ტერფის, დუნდულების, ბარძაყის ან წვივის არეში;
- ტკივილი მკლავების და მხრის არეში (ძალიან იშვიათად);
- ტკივილი, რომელიც მსუბუქდება დასვენების დროს.
დროთა განმავლობაში ტკივილი უფრო მეტად მწვავდება და ამ ეტაპზე დისკომფორტს მაშინაც კი იგრძნობთ, როცა არ იმოძრავებთ.
ამ კლინიკურ შემთხვევებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ცივი კანი;
- ძლიერი, მუდმივი ტკივილი, რომელსაც დაბუჟებამდე მიჰყავხართ;
- კანი იცვლის შეფერილობას;
- ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება.
გამომწვევი მიზეზი
ყველაზე ხშირად კოჭლობა პერიფერიული არტერიის დაავადების სიმპტომია.
პერიფერიული არტერიის დაავადებისა და კოჭლობის რისკ-ფაქტორებია:
- თამბაქო;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სიმსუქნე;
- დიაბეტი;
- თირკმლის ქრონიკული დაავადება;
- ასაკი (70 წელს გადაცილებული პირები);
- ათეროსკლეროზის, პერიფერიული არტერიის დაავადების ან კოჭლობის ოჯახური ისტორია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/claudication/symptoms-causes/syc-20370952