ეს თემა ბევრ ადამიანს აინტერესებს.
შეიძლება დღის განმავლობაში არაერთხელ შეგხვედრიათ სხვადასხვა კლინიკის სარეკლამო აქცია, სადაც სკრინინგულ კვლევებზეა საუბარი, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს რა მიზნით ტარდება სკრინინგი.
თანამედროვე მედიცინა წინ მიიწევს და დღეს უკვე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს პროგრამები, რომელიც მოსახლეობის განსაზღვრულ ჯგუფს (შეგვიძლია ვუწოდოთ სამიზნე ჯგუფიც) ამა თუ იმ დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებასა და პრევენციაში ეხმარება.
რა არის სკრინინგი, რას ნიშნავს სკრინინგული ტესტი?
სკრინინგული ტესტი ტარდება იმისთვის, რომ გამოვლინდეს ან გამოირიცხოს პოტენციური დაავადება იმ ადამიანებში, რომელთაც ამ კონკრეტული პათოლოგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჯერ არ აქვთ.
სკრინინგული ტესტით ექიმს საშუალება ეძლევა დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს ან პათოლოგია იმდენად ადრეულ ეტაპზე გამოავლინოს, რომ დროულად, შესაბამისად, ეფექტურად უმკურნალოს პაციენტს.
ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, ოჯახური ანამნეზისა და ასაკის შესაბამისად დანერგილია სხვადასხვა სახის სკრინინგი.
ყველაზე გავრცელებული სკრინინგული კვლევებია:
- ქოლესტერინის განსაზღვრა;
- ფეკალური მასის გამოკვლევა;
- პაპ-ტესტი;
- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრა სისხლში;
- მამოგრაფია;
- კოლონოსკოპია;
- სკრინინგი დიაბეტზე ან პრედიაბეტზე.
წყარო: