თვალების სიმშრალე გამოწვეულია ცრემლის არასაკმარისი სეკრეციით.
თუ ერთხელ მაინც გამოგივლინდათ თვალების სიმშრალისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დააკვირდით გამომწვევ მიზეზს და სამომავლოდ დისკომფორტის პრევენციისთვის მოერიდეთ გამღიზიანებელს.
გირჩევთ:
- თმის ფენით გაშრობისას, ავტომობილში გამათბობლით სარგებლობისას თუ ცხელ ამინდში კონდიციონერის ჩართვისას, შეეცადეთ, რომ ჰაერი პირდაპირ თვალებში არ გიბერავდეთ;
- კარგი იქნება იმ სივრცეში, სადაც დიდ დროს ატარებთ, ჰაერის დამატენიანებელი იყოს;
- ხშირად შეისვენეთ, მაგალითად, წიგნის კითხვის დროს ან ეკრანის წინ სამუშაოს შესრულებისას. რამდენიმე წუთით თვალები დახუჭეთ ან რამდენჯერმე დაახამხამეთ;
- მონიტორთან ახლოს არ უნდა იმყოფებოდეთ, ეკრანი ოდნავ დაბლა უნდა იყოს განთავსებული;
- თვალისთვის განსაკუთრებით მავნებელია თამბაქოს კვამლი;
- მიმართეთ ოფთალმოლოგს, რომელიც შეგირჩევთ ხელოვნურ ცრემლს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ცხოვრების წესის ცვლილება ეფექტური არ არის და აუცილებელია მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაწუხებთ მშრალი თვალისთვის დამახასიათებელი ნიშნები და განსაკუთრებით ისეთი სიმპტომების შემთხვევაში როგორიცაა წითელი, გაღიზიანებული თვალები, ტკივილის, დაძაბულობის, დაღლილობის შეგრძნება თვალის არეში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dry-eyes/symptoms-causes/syc-20371863