Mayo Clinic-ში 60 წელზე მეტია მკურნალობენ გულის თანდაყოლილი დაავადებების მქონე პაციენტებს (როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს).
კლინიკის ვებ-გვერდზე საინტერესო ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც გულის თანდაყოლილი დაავადების ცენტრის მულტიდისციპლინური მკურნალობის მოდელის სხვადასხვა ასპექტს ეძღვნება.
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები გულის თანდაყოლილი პათოლოგიებით.
Mayo Clinic-ის ელექტროფიზიოლოგი მალინი მადჰავანი ამ პაციენტების მეთვალყურეობისას გულის რიტმის როლს შეისწავლიდა.
გულის ფუნქცია ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფაა. იგი სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას განაპირობებს.
როდესაც გულისცემის მაკონტროლებელი ელექტრული იმპულსები სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს, გულის რითმის პრობლემები ვითარდება. ამ მდგომარეობის დროს პაციენტები უჩივიან შემდეგ სიმპტომებს:
- აჩქარებულ გულისცემას;
- ფიზიკური აქტივობისას სუნთქვის გაძნელებას;
- გადაადგილებისას ძლიერ დაღლილობას;
- გულის წასვლის შეგრძნებას;
- თავბრუსხვევას;
- ტკივილს გულმკერდის არეში და სხვა.
ამ სიმპტომების გამოვლენისას გულის რიტმის მონიტორინგია რეკომენდებული.
გულის რიტმის პათოლოგიის დროული მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან იგი შესაძლოა გახდეს გულის უკმარისობის ან ინსულტის განვითარების მიზეზი. სამწუხაროდ, სავსებით შესაძლებელია, რომ არანამკურნალევ შემთხვევაში კლინიკური შემთხვევა ფატალურად დასრულდეს. მაშასადამე, დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია!
პაციენტს გამოხატული აქვს გარკვეული სიმპტომები, არითმიის დადგენის მიზნით, ინიშნება ელექტროკარდიოგრამა. დამატებითი მონიტორინგისთვის შეიძლება საჭირო გახდეს 24-საათიანი გულის რითმის კარდიომონიტორი. იმ პაციენტებისთვის, ვისაც სიმპტომები იშვიათად უვლინდებათ, განკუთვნილია მცირე ზომის იმპლანტირებული აპარატი.
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტურს (არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები), რომელსაც უნდა მეთვალყურეობდეს ელექტროფიზიოლოგი. მკურნალობის კიდევ ერთი მეთოდი კათეტერული აბლაციაა (მინიინვაზიური პროცედურა). პათოლოგიის მართვისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
„გულის რიტმის პრობლემის მართვა გუნდურ მუშაობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს კარდიოლოგებთან და კარდიო ქირურგებთან“, - აცხადებს კვლევის ავტორი.
წყარო: