რა არის სტენოკარდია?

რა არის სტენოკარდია?

სტენოკარდია, ანუ გულის ანგინა კორონარული არტერიების დაავადების ნიშანია.

ანგინა გულმკერდის ტკივილის ფორმაა, რომელიც გამოწვეულია გულში სისხლის მიმოქცევის შემცირებით/დაქვეითებით.

სტენოკარდიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  • პაციენტი გულმკერდის არეში შესაძლოა უჩიოდეს წნევას, წვას, სისავსეს, მოჭერას;
  • მკლავის, კისრის, ყბის, მხრის ან ზურგის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • დაღლილობა;
  • გულისრევა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • ოფლიანობა.

ეს სიმპტომები საყურადღებოა და დროულად უნდა დიაგნოსტირდეს სტენოკარდია სტაბილურია, არასტაბილური თუ სახეზეა გულის შეტევის რისკი.

აღსანიშნავია, რომ გულის ანგინის ყველაზე გავრცელებული ფორმა სტაბილური სტენოკარდიაა.

სტაბილური სტენოკარდია ყალიბდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • გული მეტი დატვირთვით მუშაობს, მაგალითად, ვარჯიშის დროს ან კიბეზე ასვლისას;
  • შესაძლოა მისი პროგნოზირება და უკვე ნაცნობი შეგრძნებაა, ანუ მანამდე არსებული ტკივილის მსგავსია;
  • გრძელდება მცირე დროის განმავლობაში, მაგალითად, მხოლოდ 5 წუთით ან უფრო ნაკლები;
  • მედიკამენტის მიღების ან დასვენების შემდეგ სწრაფად ქრება.

არასტაბილური სტენოკარდია (საჭიროა გადაუდებელი სასწრაფო დახმარება):

  • მაშინაც კი მიმდინარეობს, როდესაც ისვენებთ;
  • მოულოდნელად ჩნდება;
  • სტაბილურ გულის ანგინასთან შედარებით უფრო მწვავეა და გაცილებით ხანგრძლივი დროით მიმდინარეობს, მაგალითად, 30 წუთით ან მეტი;
  • სტენოკარდიისთვის განკუთვნილი მედიკამენტის მიღების ან დასვენების მიუხედავად მაინც არ ალაგდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
  • გულის შეტევის (ინფარქტი) ნიშანია.

ქალებში სტენოკარდია ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • გულისრევა;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • დისკომფორტი კისერში, ყბაში ან ზურგში;
  • გულმკერდის არეში ზეწოლის, წნევის ნაცვლად ვლინდება მწვავე ტკივილი.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია:

  • ანამნეზის შესწავლა;
  • ფიზიკური დატვირთვის ტესტი;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კორონარული ანგიოგრაფია.

დიაგნოსტიკური კვლევის შედეგის შესაბამისად ინიშნება მკურნალობის კურსი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც მედიკამენტურ თერაპიას, ისე ქირურგიულ ოპერაციას (საჭიროების შემთხვევაში). რეკომენდებულია ცხოვრების წესის ცვლილებაც.

მკურნალობის კურსის მთავარი მიზანია სტენოკარდიის სიმპტომების შემსუბუქება და გულის შეტევის რისკის მინიმუმამდე შემცირება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/angina/symptoms-causes/syc-20369373