რა არის ჰორნერის სინდრომი?
ჰორნერის სინდრომი სხვა დაავადების, მაგალითად, ინსულტის, სიმსივნის ან ზურგის ტვინის დაზიანების შედეგია. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება.
სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს, თუმცა გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირების შემდეგ ექიმმა შესაძლოა აღადგინოს ნერვის ფუნქცია.
სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- გუგის შევიწროება (მიოზი);
- გუგების ზომის შესამჩნევი სხვაობა თვალებს შორის (ანისოკორია);
- ზედა ქუთუთოს ჩამოშვება (ფტოზი);
- ქვედა ქუთუთო შესაძლოა მცირედით აწეული იყოს;
- ჩავარდნილი/ჩაცვენილი თვალები;
- ოფლიანობის შემცირება ან სრული შეწყვეტა სახეზე, ან დაზიანებული კანის არეში.
ბავშვებში დამატებით შესაძლოა გამოვლინდეს:
- 1 წლამდე ასაკის ბავშვების თვალის ფერადი გარსი ღია შეფერილობისაა;
- მოგეხსენებათ, სიცხის, ფიზიკური აქტივობის ან ემოციური რეაქციის დროს ადამიანს სახე უწითლდება, თუმცა დაზიანებულ არეში ეს ეფექტი არ ჩნდება.
როდის მივმართოთ ექიმს?
ჰორნერის სინდრომს სხვადასხვა ფაქტორი (ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო) იწვევს და აუცილებელია დროულად დაისვას ზუსტი დიაგნოზი.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ჰორნერის სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გაჩნდა მოულოდნელად ან გამოვლინდა ტრავმული დაზიანების შემდეგ, ან ახლავს შემდეგ სიმპტომატიკას:
- მხედველობის დაქვეითება;
- თავბრუსხვევა;
- კუნთების სისუსტე ან კუნთებზე კონტროლის დაკარგვა;
- მწვავე, უეცარი თავის ან კისრის ტკივილი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/horner-syndrome/symptoms-causes/syc-20373547