ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფობიაზე მოგითხრობთ.
ესკალაფობიით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამიანი იტანჯება. ამ ფობიის გამო ბევრი მათგანი მეტროთი მგზავრობას ერიდება ან უარს ამბობს ისეთ მაღაზიაში შოპინგზე, სადაც ესკალატორით გადაადგილება მოუწევს.
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ამ ფობიის მქონე ადამიანების უმეტესობას ესკალატორზე დაცემის ეშინია.
რატომ გაქვთ ესკალატორის შიში? ზოგადად, ფობია ჩნდება უარყოფითი მოვლენის ფონზე, მაგალითად, შეიძლება შეესწარით ინციდენტს ან თავად ჩაგყვათ ესკალატორში ფეხსაცმლის თასმა, შეიძლება ბავშვობაში დედა გაშინებდათ ფეხი არ მოგყოლოდათ გადასვლის დროს და სხვა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ემოციური ფონი არ არის კავშირში - ესკალატორზე დაცემის რისკი იზრდება თუ პირს უჭირს სხეულის ბალანსის შენარჩუნება, სათანადოდ ვერ აღიქვამს სიღრმეს, აქვს მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხშირად აწუხებს თავბრუსხვევა; ყველა ამ მდგომარეობის შემთხვევაში აუცილებელია საკითხი შეაფასოს ექიმმა, შესაბამისად, იხელმძღვანელოთ მისი რეკომენდაციით.
ხშირად ესკალატორის შიში დაკავშირებულია სხვა ფობიასთან, მაგალითად, ბაზმოფობიასთან. ბაზმოფობია კიბეების ან ციცაბო ფერდობების შიშია.
თუ გყავთ ახლობელი, რომელსაც თქვენთვის ერთხელ მაინც უთქვამს რომ ესკალატორით მგზავრობის ეშინია, სერიოზულად მიიღეთ მისი ფობია და არ დასცინოთ - თუ ესკალატორის შიში ძალიან მწვავე ფაზაშია, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
რასაკვირველია, მოერიდებით სივრცეს, სადაც ესკალატორია, თუმცა შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ გარემოში, სადაც ალტერნატიული საშუალება არ იქნება და როგორ მოიქცევით? სწორედ ამიტომ აუცილებელია შიში დაძლიოთ პროფესიონალის დახმარებით, არ შეიზღუდოთ ცხოვრების ტემპი, ისწავლეთ ფობიის მართვა.
წყარო:
https://www.verywellmind.com/what-is-the-fear-of-escalators-2671766