რა მოვიმოქმედოთ გულის ჯანმრთელობისთვის?

რა მოვიმოქმედოთ გულის ჯანმრთელობისთვის?

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ორგანოებისა და მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ სასურველია მასზე ვიზრუნოთ და პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავნერგოთ.

გულის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:

  • უარი თქვათ თამბაქოზე. თუ თავს ვერ ანებებთ, მაქსიმალურად შეამცირეთ მისი მოხმარება;
  • აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე;
  • აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი;
  • საყურადღებოა დიაბეტი. ქრონიკული დაავადების სათანადოდ მართვით გულის შეტევის ან ინსულტის პრევენციაა შესაძლებელი;
  • რეგულარული, ზომიერი დატვირთვის ფიზიკური აქტივობა გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა;
  • ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ჯანსაღი, ნორმალური წონა გულის დაავადებების რისკს ამცირებს;
  • მიირთვით ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტები. რაციონში შეამცირეთ მარილის დოზა, აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა და არაჯანსაღი ჯანსაღი ცხიმით ჩაანაცვლეთ;
  • საყურადღებოა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან დეპრესია და სოციალური იზოლაცია გულის დაავადების რისკს ზრდის.   

  

წყარო:   

https://www.heartfoundation.org.au/your-heart/keep-your-heart-healthy?fbclid=IwAR00noq47PmkhKNfEt5TE2qJIXn9d-Z0eBLfxQybGzFx3zUy2CkcTNRuGxM