გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული ორგანოებისა და მთლიანი ორგანიზმის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ სასურველია მასზე ვიზრუნოთ და პირველ რიგში ჯანსაღი ცხოვრების წესი დავნერგოთ.
გულის ჯანმრთელობისთვის რეკომენდებულია:
- უარი თქვათ თამბაქოზე. თუ თავს ვერ ანებებთ, მაქსიმალურად შეამცირეთ მისი მოხმარება;
- აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის დონე;
- აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი;
- საყურადღებოა დიაბეტი. ქრონიკული დაავადების სათანადოდ მართვით გულის შეტევის ან ინსულტის პრევენციაა შესაძლებელი;
- რეგულარული, ზომიერი დატვირთვის ფიზიკური აქტივობა გულის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა;
- ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ჯანსაღი, ნორმალური წონა გულის დაავადებების რისკს ამცირებს;
- მიირთვით ვიტამინებითა და მინერალებით სავსე პროდუქტები. რაციონში შეამცირეთ მარილის დოზა, აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა და არაჯანსაღი ჯანსაღი ცხიმით ჩაანაცვლეთ;
- საყურადღებოა ფსიქიკური ჯანმრთელობა, რადგან დეპრესია და სოციალური იზოლაცია გულის დაავადების რისკს ზრდის.
წყარო: