ყნოსვის დაკარგვა - როდის მივმართოთ ექიმს?

ყნოსვის დაკარგვა - როდის მივმართოთ ექიმს?

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზის შესახებ?

ყნოსვის დაკარგვა შესაძლოა იყოს ნაწილობრივი ან სრული, დროებითი, ან მუდმივი.

ყნოსვის დროებითი დაკარგვაც კი უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე - ადამიანი კარგავს ჭამის სურვილს, შეიძლება დაიკლოს წონა, ორგანიზმმა ვერ მიიღოს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები, განუვითარდეს დეპრესია და სხვა. ამასთან, სუნის ნორმალური აღქმა აუცილებელია და არა მხოლოდ საკვების მისაღებად, მაგალითად, დაქვეითებული ყნოსვის დროს თითქმის შეუძლებელია ადამიანმა იგრძნოს კვამლის სუნი, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.

ყნოსვის დროებითი დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი გაციებაა. ასევე ყნოსვის დაკარგვა ბუნებრივ პროცესად შეიძლება ჩაითვალოს ასაკის გამო და გავრცელებულია 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • მწვავე სინუსიტი;
  • ალერგიული რინიტი;
  • თამბაქო;
  • ცხვირის პოლიპები;
  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • ქირურგიული ოპერაცია ტვინზე;
  • ტვინის სიმსივნე;
  • დიაბეტი;
  • ჰანტინგტონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • პარკინსონის დაავადება;
  • სხივური თერაპია (რადიოთერაპია, რადიაციული თერაპია);
  • ქსეროდერმატოზი;
  • შიზოფრენია;
  • ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • ორგანიზმში თუთიის დეფიციტი და სხვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

გაციებით, ალერგიული ან სინუსური ინფექციით გამოწვეული ყნოსვის დაკარგვა საშიში არ არის და როგორც წესი, მდგომარეობა რამდენიმე დღეში უმჯობესდება.

თუ ყნოსვის დაკარგვა ამ ინფექციებთან არ არის დაკავშირებული, დროული დიაგნოსტირებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/symptoms/loss-of-smell/basics/definition/sym-20050804