კუნთების ტკივილს ხშირად უჩივიან.
ტკივილი შეიძლება იყოს მსუბუქი ან მწვავე, დისკომფორტს გრძნობდეთ ორგანიზმის ერთ კონკრეტულ არეში, ან ტკივილი მთლიან სხეულს მოიცავდეს.
როგორც წესი, კუნთის ტკივილი თავისით და მცირე დროში ლაგდება, მაგრამ ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მთელი თვე შეიძლება გაგრძელდეს.
ყველაზე ხშირად კუნთების ტკივილი გამოწვეულია დაჭიმვის, სტრესის, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის ან მცირე დაზიანების გამო, ხოლო სისტემური კუნთების ტკივილის მიზეზი ინფექცია, დაავადება ან მედიკამენტის გვერდითი ეფექტია.
მკურნალობა სახლის პირობებში
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიაში წარმოდგენილი მეთოდები მოწოდებულია იმ კლინიკური შემთხვევებისთვის, როდესაც კუნთების ტკივილი გამოწვეულია ვარჯიშით ან სტრესით.
დაუშვებელია თვითმკურნალობა და აუცილებლად უნდა გამოიძახოთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ კუნთის ტკივილს თან ახლავს:
- სუნთქვის გაძნელება ან თავბრუსხვევა;
- კუნთების ძლიერი სისუსტე;
- მაღალი სიცხე და კისრის გაშეშება.
სახლის პირობებში მკურნალობისთვის მოწოდებულია:
- თავი შეიკავეთ ფიზიკური აქტივობისგან, დაისვენეთ;
- მტკივნეულ ადგილზე დღეში რამდენჯერმე 20 წუთით დაიდეთ ყინული;
- შეშუპების/შესიების შესამცირებლად მტკივნეული ადგილი სახვევით შეიხვიეთ;
- შეშუპების შემცირების მიზნით ფეხები მაღლა ასწიეთ;
- დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი;
- ვიდრე კუნთის ტკივილი არ ალაგდება დაუშვებელია ვარჯიში;
- დაჭიმულობის შესამსუბუქებლად მიმართეთ იოგას ან სხვა ისეთ აქტივობას, რომელიც სტრესისგან გაგათავისუფლებთ;
- შესაძლოა შვება იგრძნოთ თუ დაჭიმული კუნთის არეში მსუბუქ მასაჟს გაიკეთებთ;
- სასარგებლოა სარელაქსაციო გაჭიმვა/გაწელვები.
წყარო: