კბილის მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს კვების რაციონი.
სტომატოლოგები აცხადებენ, რომ ჯანსაღი კვების რაციონით სავსებით შესაძლებელია კბილთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის თავიდან არიდება.
კბილისთვის და ზოგადად, პირის ღრუსთვის სასარგებლოა მთლიანი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ცილით მდიდარი პროდუქტები.
ჯანსაღი კბილებისთვის რეკომენდებულია მიირთვათ:
- ყველი;
- იოგურტი;
- სტაფილო;
- ნიახური;
- ხუჭუჭა კომბოსტო;
- ისპანახი;
- ვაშლი;
- ნიგოზი;
- თევზი;
- ოსპი;
- ლობიო;
- ბარდა;
- შინაური ფრინველის თეთრი ხორცი (კანგაცლილი);
- ხაჭო;
- კვერცხი;
- ბროკოლი.
სასმელი
სასარგებლოა წყალი, რძე, შავი და მწვანე ჩაი.
მაქსიმალურად მოერიდეთ, შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ ტკბილი საკვები და სასმელი; გაითვალისწინეთ, ჭარბი დოზით შაქარი უარყოფითად აისახება კბილზე.
წყარო: