ხშირად ამატებთ კერძს მარილს?
ბევრი ადამიანი რეკომენდებულ დოზაზე მეტ მარილს მოიხმარს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მარილის მოთხოვნილების მიზეზია გარემო ფაქტორები და არა დაავადება. იშვიათად თუმცა მაინც მარილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სამედიცინო მდგომარეობასთან ან ორგანიზმში ნატრიუმის დეფიციტთან.
წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ გამომწვევ მიზეზებს:
- სტრესი;
- უძილობა, ძილის ნაკლებობა;
- მოწყენილობა;
- ჭარბი ოფლიანობა;
- პრემენსტრუალური სინდრომი;
- ადისონის დაავადება;
- ბარტერის სინდრომი;
- კისტური ფიბროზი;
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოება);
- ელექტროლიტური დისბალანსი;
- ორსულობა.
რა როლს ასრულებს მარილი ორგანიზმში?
ორგანიზმისთვის მავნებელია როგორც ჭარბი დოზით მარილი, ისე მისი დეფიციტი.
მარილის რეკომენდებული მაჩვენებელი დადებითად აისახება მთლიანი სხეულის სათანადოდ ფუნქციონირებაზე.
ორგანიზმს მარილი ესაჭიროება სხვადასხვა მიზნით, მაგალითად, კუნთების გასაკონტროლებლად, სითხის ბალანსის შესანარჩუნებლად და სხვა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მარილიანი საკვების მიღების ძლიერი სურვილი შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიური მიზეზით იყოს განპირობებული და თუ ეს შეგრძნება სისტემატურად გაწუხებთ, ზუსტი დიაგნოსტირებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს.
წყარო: