შფოთვა, შფოთვითი დარღვევა, შფოთვითი აშლილობა საყურადღებო მდგომარეობაა.
იმ შემთხვევაში თუ ეს შეგრძნება ადამიანს იშვიათად აწუხებს, ნორმალურია და სპეციფიკური მკურნალობის საჭიროება არ დგება, თუმცა თუ პიროვნება ხშირად შფოთავს, საყურადღებოა - ამ კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტი გადამისამართდეს შესაბამისი პროფილის ექიმთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ დარღვევას დროულად არ უმკურნალებთ სავსებით მოსალოდნელია შფოთვამ უარყოფითი კვალი დატოვოს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
შფოთვითი დარღვევის გამო პაციენტი უჩივის დაძაბულობას, შეშინებული და განერვიულებულია, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი წყობიდან მარტივად გამოდის, იპყრობს პანიკა, დაძაბულია და სხვა.
შფოთვის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია; შფოთვითი აშლილობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს სტრესის, ტრავმის, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ფონზე, შეიძლება იყოს მედიკამენტის გვერდითი ეფექტი ან განვითარდეს მემკვიდრული ფაქტორის გამო.
მკურნალობა სახლის პირობებში
გაითვალისწინეთ, რომ შფოთვა თავისთავად არ გაქრება და სამწუხაროდ, არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში დარღვევა სწრაფად პროგრესირებს და გაცილებით მწვავე ფორმას იღებს.
შფოთვითი დარღვევის მქონე პაციენტებს (კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში) სჭირდებათ ფსიქოთერაპია ან სპეციფიკური მედიკამენტური თერაპია.
ხშირად შფოთვის გაკონტროლებაში ადამიანს ცხოვრების წესის შეცვლაც ეხმარება.
რეკომენდებულია:
- ფიზიკური აქტივობა. ვარჯიში ძლიერი საშუალებაა იმისთვის, რომ ორგანიზმში სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაქვეითდეს. ფიზიკური აქტივობისას უმჯობესდება გუნება-განწყობილება და სხეულიც მკვრივდება, რაც თავისთავად აუცილებელია ჯანმრთელობისთვის;
- მოერიდეთ ალკოჰოლს;
- არ დალიოთ კოფეინის შემცველი სასმელი;
- უარი თქვით თამბაქოზე;
- მოადუნეთ სხეული (მაგალითად, დაკავდით იოგით);
- კარგად გამოიძინეთ;
- მიირთვით ჯანსაღი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, თევზი, მთლიანი მარცვლეული).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anxiety/diagnosis-treatment/drc-20350967