გულის ფრიალი - მკურნალობა სახლის პირობებში

გულის ფრიალი - მკურნალობა სახლის პირობებში

გაწუხებთ გახშირებული ან გაძლიერებული გულისცემა?

გულის ფრიალის დროს გული სწრაფად თრთის, პულსაცია არარეგულარულია და ფრიალს შეიძლება გრძნობდეთ კისრის, ყელის ან გულმკერდის არეში.

გულის ფრიალის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სტრესი, ფიზიკური დატვირთვა - თუმცა იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში გახშირებული გულისცემა სხვადასხვა დაავადების გამო ვლინდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ეს უსიამოვნო შეგრძნება უმეტესად უვნებელია. რასაკვირველია, იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც გულის ფრიალს სხვადასხვა დაავადება, მაგალითად, არითმია იწვევს, თვითმკურნალობა დაუშვებელია და კარდიოლოგის ჩართვაა აუცილებელი.

გაითვალისწინეთ, რომ ანამნეზში არსებული გულის დაავადების ან ხშირი გულის ფრიალის შემთხვევაში რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს, მდგომარეობა უნდა შეაფასოს მედიკოსმა და დიაგნოსტირდეს სიმპტომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი.

გულის ფრიალის მართვა სახლის პირობებში

სახლის პირობებში გულის ფრიალის ყველაზე ადეკვატური მკურნალობის მეთოდია ის, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ სიმპტომების გამომწვევ გამღიზიანებლებს.

გირჩევთ:

  • შეამცირეთ სტრესი. თქვენი გულის ჯანმრთელობის სასარგებლოდ გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება, რომელიც რელაქსაციაში, მოდუნებაში დაგეხმარებათ;
  • მოერიდეთ კოფეინს, ენერგეტიკულ სასმელს;
  • უარი უნდა თქვათ თამბაქოზე;
  • ისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე;
  • მიირთვით გულისთვის სასარგებლო პროდუქტები: კარტოფილი, ბანანი, ავოკადო, რძის პროდუქტები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თევზი;
  • ხშირად დალიეთ წყალი (გაუწყლოების დროს გული მეტი დატვირთვით მუშაობს და გულის ფრიალის რისკი იზრდება);
  • მოერიდეთ ალკოჰოლს;
  • სასარგებლოა რეგულარული ვარჯიში (სეირნობა, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა). გთხოვთ, გაითვალისწინეთ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და ზოგიერთ ადამიანში გულის ფრიალს ვარჯიში იწვევს. ფიზიკური დატვირთვის საკითხზე გაიარეთ ექიმის კონსულტაცია;
  • სახეზე ცივი წყალი მიისხით.

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/321541

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-palpitations/diagnosis-treatment/drc-20373201