კანისთვის სასარგებლო პროდუქტები

კანისთვის სასარგებლო პროდუქტები

სტრესი, ალკოჰოლი, თამბაქო, არაჯანსაღი კვების რაციონი უარყოფითად აისახება კანზე.

მთლიანი სხეულისთვის, შესაბამისად, კანისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვების რაციონი.

სასურველია ხშირად მიირთვათ ხილი და ბოსტნეული, რომელიც სახის კანს აუცილებელი ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით მოამარაგებს.

უპირატესობა უნდა მიანიჭოთ უცხიმო ან დაბალცხიმიან რძის პროდუქტებს, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ (შეზღუდეთ) ტკბილეული.

გახსოვდეთ, კანის ნაადრევი დაბერების მიზეზი არაჯანსაღი ცხიმი და შაქარია.

სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი რაციონს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და ავიწყდება, რომ მხოლოდ ნიღბით, დამატენიანებელი კრემითა თუ ლოსიონებით სასურველი შედეგი ვერ დადგება.

კანს განსაკუთრებით ეფექტურად იცავს ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტები.

კანისთვის სასარგებლოა:

  • სტაფილო და სხვა ყვითელი შეფერილობის ნებისმიერი ბოსტნეული;
  • ციტრუსი;
  • ისპანახი და სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული;
  • პომიდორი;
  • კენკრა;
  • ცხიმიანი თევზი;
  • ნიგოზი;
  • ლობიო, ბარდა და ოსპი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/healthy-lifestyle/adult-health/expert-answers/healthy-skin/faq-20058184