ორგანიზმის მდგომარეობის შესაბამისად შარდის ფერი იცვლება

ორგანიზმის მდგომარეობის შესაბამისად შარდის ფერი იცვლება

რა მინიშნებას გაძლევთ შარდის ფერი?

რა მინიშნებას გაძლევთ შარდის ფერი?

ნორმაში შარდის ფერი მკრთალი ყვითლიდან ქარვისფრამდე მერყეობს. პიგმენტისა და საკვების შემადგენლობაში არსებული სხვა ნაერთების გამო, ასევე სხვადასხვა მედიკამენტის შედეგად შარდის ფერი იცვლება.

პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ფერზე დომინირებს ჭარხალი, კენკრა და ლობიო.

ბევრი მედიკამენტის გამო შარდი ხდება წითელი, ყვითელი ან მომწვანო-მოლურჯო.

გაითვალისწინეთ, რომ შარდის უჩვეულო ფერი სავსებით შესაძლებელია რომელიმე დაავადების ნიშანი იყოს. მაგალითად, მუქი წითელი ან ყავისფერი პორფირიის (იშვიათი პათოლოგია) მანიშნებელია.

სიმპტომები

შარდის ფერი იცვლება და დამოკიდებულია იმაზე თუ რა რაოდენობის წყალს აწვდით ორგანიზმს. რაც უფრო მეტ წყალს სვამთ, უფრო სუფთა/გამჭირვალეა შარდიც. თუ ორგანიზმს რეკომენდებული რაოდენობის სითხე აკლია, შარდი მეტად კონცენტრირებული ხდება - მწვავე დეჰიდრატაციის (გაუწყლოება) დროს შარდის ფერი შეიძლება ქარვისფერი იყოს.

განსაკუთრებით საყურადღებოა შარდის ფერი მაშინ, როდესაც ორგანიზმიდან გამოიყოფა წითელი, ლურჯი, მწვანე, მუქი ყავისფერი ან ამღვრეული თეთრი შეფერილობით.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების დროს:

  • შენიშნეთ სისხლი შარდში;
  • შარდი მუქი ან ფორთოხლისფერია.

შარდის ფერი და სხვადასხვა დაავადება

როგორც უკვე მოგახსენეთ, შარდი შეფერილობას იცვლის იმის მიხედვით თუ რა რაოდენობის წყალს სვამთ, რომელ საკვებს მიირთმევთ ან სულაც კონკრეტულ მედიკამენტს იღებთ.

თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შარდის ფერის ცვლილება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესითაა განპირობებული.

წითელი ან ვარდისფერი შარდი

ამ შეფერილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • გადიდებული პროსტატა;
  • სიმსივნე;
  • თირკმლის კისტა;
  • თირკმლის ან შარდის ბუშტის კენჭები;
  • დიდ მანძილზე სირბილი;
  • ჭარხალი, კენკრა, რევანდი;
  • ზოგიერთი მედიკამენტი.

ფორთოხლისფერი შარდი

ამ შეფერილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • მედიკამენტი;
  • ღვიძლის ან ნაღვლის სადინართან დაკავშირებული პრობლემები;
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოება).

ლურჯი ან მწვანე შარდი

ამ შეფერილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ზოგიერთი საკვების საღებავები;
  • თირკმლის და შარდის ბუშტის ანალიზის დროს გამოყენებული ზოგიერთი საღებავი;
  • მედიკამენტები;
  • კეთილთვისებიანი ოჯახური ჰიპერკალცემია;
  • ფსევდომანას ბაქტერიით გამოწვეული საშარდე გზების ინფექცია.

მუქი ყავისფერი შარდი

ამ შეფერილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ლობიო, რევანდი, ალოე;
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ღვიძლის და თირკმლის ზოგიერთი დარღვევა;
  • საშარდე გზების სხვადასხვა ინფექცია;
  • გადამეტებული ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა.

მღვრიე ან ქაფიანი შარდი

მღვრიე შარდის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს საშარდე გზების ინფექცია და თირკმლის კენჭები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/urine-color/symptoms-causes/syc-20367333