ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია Mayo Clinic

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია Mayo Clinic

ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორთა სიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო და კვლევითი ცენტრი შეემატა.

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა და Mayo Clinic-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

Mayo Clinic კლინიკურ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროშია ჩართული, ხოლო ყოველწლიურად მილიონზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს; კლინიკის პაციენტები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები.

როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, Mayo Clinic-ში დანერგილია დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მეთოდები, მედიკოსი საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე ნიშნავს ინდივიდუალური მკურნალობის კურსს.

ორგანიზაციის კამპუსები აშშ-ს რამდენიმე შტატში მდებარეობს.