რა არის გაზაფხულის ალერგია?
ზამთრის ცივი დღეების შემდეგ გაზაფხულის შემობრძანება ბევრ ადამიანს ახარებს, თუმცა ეს სეზონი ალერგიული გამწვავების პერიოდია.
სეზონური ალერგიის დროს ვლინდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ცემინება, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების სიწითლე და ქავილი.
მოგეხსენებათ, ალერგია უნდა მართოს ალერგოლოგმა და დაუშვებელია ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობა. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიჰისტამინები, ცხვირის სტეროიდული სპრეი - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დგება იმუნოთერაპით მკურნალობის საჭიროება.
რეკომენდაცია ალერგიულ ადამიანებს
გირჩევთ:
- ავეჯის რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალეთ;
- ძილის წინ შხაპი მიიღეთ;
- თვალები ცივი წყლით დაიბანეთ;
- ოთახი დილით ძალიან ადრე ან გვიან გაანიავეთ;
- სახლი (ასევე სამსახურში სივრცე, სადაც დიდ დროს ატარებთ) სველი წესით დაამუშავეთ/დაალაგეთ;
- ქარიან ამინდში მოერიდეთ სეირნობას;
- მოერიდეთ იმ ადგილს, სადაც ბევრი მწერია;
- უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის ქსოვილის ტანისამოსს;
- ოთახში უნდა იყოს ზომიერი კლიმატური პირობები;
- თქვენთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია წვიმის გადაღების შემდეგ (წვიმა ჰაერიდან ყვავილის მტვერს აცილებს);
- სახლში შესვლისთანავე გაიხადეთ ის სამოსი, რომელიც ქუჩაში გეცვათ;
- არ გაფინოთ სარეცხი გარეთ, რადგან პირსახოცსა და ზეწარს შესაძლოა ყვავილის მტვერი მიეკრას;
- ყოველთვის გაეცანით ინფორმაციას ყვავილის მტვრის პროგნოზის შესახებ;
- მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზის შესაბამისად, თუ ჰაერში მაღალია ყვავილის მტვრის მაჩვენებელი, ღამით (ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში) დახურეთ კარი და ფანჯრები;
- ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რაციონს. შაქარი და რძის პროდუქტები ხშირად წარმოადგენს სეზონური ალერგიის სიმპტომების გამწვავების მიზეზს;
- დღის განმავლობაში დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა მწვანე ჩაი. გახსოვდეთ, მწვანე ჩაი ბუნებრივი ანტიჰისტამინია;
- მგზავრობის დროს ავტომობილის მინა დახურული უნდა გქონდეთ;
- ლოგინის თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ;
- ვიდრე სახლში შეხვალთ ფეხსაცმელი გაიხადეთ;
- ქუჩაში ყოფნის დროს სასურველია დაიხუროთ ქუდი და ისარგებლოთ მზისგან დამცავი სათვალით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hay-fever/in-depth/seasonal-allergies/art-20048343