გაზაფხულის ალერგია - ამ მარტივი და ეფექტური მეთოდებით თავიდან აირიდებთ უსიამოვნო სიმპტომებს

გაზაფხულის ალერგია - ამ მარტივი და ეფექტური მეთოდებით თავიდან აირიდებთ უსიამოვნო სიმპტომებს

რა არის გაზაფხულის ალერგია?

ზამთრის ცივი დღეების შემდეგ გაზაფხულის შემობრძანება ბევრ ადამიანს ახარებს, თუმცა ეს სეზონი ალერგიული გამწვავების პერიოდია.

სეზონური ალერგიის დროს ვლინდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ცემინება, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, თვალების სიწითლე და ქავილი.

მოგეხსენებათ, ალერგია უნდა მართოს ალერგოლოგმა და დაუშვებელია ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობა. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტიჰისტამინები, ცხვირის სტეროიდული სპრეი - ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დგება იმუნოთერაპით მკურნალობის საჭიროება.

რეკომენდაცია ალერგიულ ადამიანებს

გირჩევთ:

  • ავეჯის რბილი ქსოვილი ტყავით შეცვალეთ;
  • ძილის წინ შხაპი მიიღეთ;
  • თვალები ცივი წყლით დაიბანეთ;
  • ოთახი დილით ძალიან ადრე ან გვიან გაანიავეთ;
  • სახლი (ასევე სამსახურში სივრცე, სადაც დიდ დროს ატარებთ) სველი წესით დაამუშავეთ/დაალაგეთ;
  • ქარიან ამინდში მოერიდეთ სეირნობას;
  • მოერიდეთ იმ ადგილს, სადაც ბევრი მწერია;
  • უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის ქსოვილის ტანისამოსს;
  • ოთახში უნდა იყოს ზომიერი კლიმატური პირობები;
  • თქვენთვის სუფთა ჰაერზე სეირნობა ძალიან კარგია წვიმის გადაღების შემდეგ (წვიმა ჰაერიდან ყვავილის მტვერს აცილებს);
  • სახლში შესვლისთანავე გაიხადეთ ის სამოსი, რომელიც ქუჩაში გეცვათ;
  • არ გაფინოთ სარეცხი გარეთ, რადგან პირსახოცსა და ზეწარს შესაძლოა ყვავილის მტვერი მიეკრას;
  • ყოველთვის გაეცანით ინფორმაციას ყვავილის მტვრის პროგნოზის შესახებ;
  • მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზის შესაბამისად, თუ ჰაერში მაღალია ყვავილის მტვრის მაჩვენებელი, ღამით (ან დღის ნებისმიერ მონაკვეთში) დახურეთ კარი და ფანჯრები;
  • ყურადღება უნდა მიაქციოთ კვების რაციონს. შაქარი და რძის პროდუქტები ხშირად წარმოადგენს სეზონური ალერგიის სიმპტომების გამწვავების მიზეზს;
  • დღის განმავლობაში დალიეთ ერთი ან ორი ჭიქა მწვანე ჩაი. გახსოვდეთ, მწვანე ჩაი ბუნებრივი ანტიჰისტამინია;
  • მგზავრობის დროს ავტომობილის მინა დახურული უნდა გქონდეთ;
  • ლოგინის თეთრეული კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ;
  • ვიდრე სახლში შეხვალთ ფეხსაცმელი გაიხადეთ;
  • ქუჩაში ყოფნის დროს სასურველია დაიხუროთ ქუდი და ისარგებლოთ მზისგან დამცავი სათვალით.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hay-fever/in-depth/seasonal-allergies/art-20048343