ჩაინიშნეთ ეს სია.
ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ორგანოა.
ღვიძლში არაერთი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს და ამ ორგანოს სათანადოდ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა.
ღვიძლი ჩართულია ცილების, ცხიმების, ამინომჟავების, ნახშირწყლებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ცვლის პროცესში. ღვიძლის მთავარი დანიშნულებაა ორგანიზმის დეტოქსიკაცია. ამ ფუნქციის გამო აღნიშნულ ორგანოს მედიცინაში სხეულის ბიოლოგიურ ფილტრსაც უწოდებენ.
სწორედ ღვიძლია პასუხისმგებელი საკვები ნივთიერებების სინთეზზე, შენახვა-აკუმულირებასა და უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელების პროცესზე.
სამწუხაროდ, არაჯანსაღი კვების რაციონის გამო ღვიძლის სათანადოდ ფუნქციონირების უნარი ქვეითდება.
სტატიაში წარმოგიდგენთ ღვიძლისთვის სასარგებლო და მავნებელ პროდუქტებს.
მავნებელია:
- ფრანგული ფრი;
- წითელი ხორცი;
- ბურგერი;
- პიცა;
- ნამცხვარი;
- კარაქი;
- ნაყინი;
- ნებისმიერი კერძი (თუნდაც წვნიანი), რომელსაც ჭარბი რაოდენობით მარილი აქვს;
- თეთრი პური;
- რძის ნაწარმი, რომელიც ჭარბი რაოდენობით ცხიმისგან შედგება (მაგალითად, რძე, ყველი);
- თეთრი ბრინჯი;
- დიდი რაოდენობით ცხიმში შემწვარი ნებისმიერი პროდუქტი.
ღვიძლისთვის მავნებელია ალკოჰოლი, ტკბილი და გაზიანი სასმელები.
ღვიძლისთვის რეკომენდებულია, სასარგებლოა შემდეგი პროდუქტები:
- ციტრუსი;
- მოცვი;
- ყურძენი;
- ბრიუსელის კომბოსტო;
- ბროკოლი;
- თხილეული;
- ცხიმიანი თევზი;
- ნებისმიერი კერძი უნდა მოამზადოთ ზეითუნის ზეთით;
- ყვავილოვანი კომბოსტო;
- ნიორი;
- კვერცხი;
- ისპანახი;
- წითელი მხალი;
- ვაშლი;
- სტაფილო;
- სალათა;
- ავოკადო.
ღვიძლისთვის სასარგებლოა წყალი, ყავა, ჩაი და ჭარხლის წვენი.
წყარო:
https://www.narayanahealth.org/blog/foods-to-avoid-for-healthy-liver/
https://www.amsety.com/livermatters/what-to-avoid/foods-bad-liver/