ჰორმონული დარღვევა რომლის გამოც ძვალი ზედმეტად იზრდება

ჰორმონული დარღვევა რომლის გამოც ძვალი ზედმეტად იზრდება

რა არის აკრომეგალია?

აკრომეგალია არის ჰორმონული დარღვევა, რომელიც ზრდასრულ ასაკში ჰიპოფიზის მიერ დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის გამომუშავების გამო ვითარდება.

როცა ორგანიზმში ზრდის ჰორმონის ჭარბი მაჩვენებელია, ძვალი ზომაში იზრდება.

დარღვევის გამო ბავშვები პათოლოგიურად იზრდებიან სიმაღლეში და მედიკოსები მდგომარეობას გიგანტიზმს უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებთან შედარებით ზრდასრულები სიმაღლეში არ იზრდებიან და სიმაღლის ნაცვლად ძვლის ზომა მნიშვნელოვნად მატულობს ტერფის, ხელისა და სახის არეში.

აკრომეგალიას მართვა სჭირდება, რადგან ჰორმონული დარღვევა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

სიმპტომები

აკრომეგალიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ხელებისა და ფეხების ზომაში გაზრდაა. მაგალითად, შეიძლება შენიშნოთ, რომ ბეჭედი თითზე აღარ გეტევათ ან გაცილებით დიდ ზომა ფეხსაცმელს საჭიროებთ.

აკრომეგალია გარკვეული სიმპტომებით ვლინდება სახის არეშიც, იცვლება სახის ფორმა - გამოწეულია ქვედა ყბა და ნიკაპი, დიდდება ცხვირი, შესქელებულია ტუჩები და სხვა.

პათოლოგიის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი ნიშნები:

  • ხელის მტევნისა და ტერფის ზომაში გაზრდა;
  • გადიდებული სახის ნაკვთები;
  • უხეში, ცხიმიანი, შესქელებული კანი;
  • ჭარბი ოფლიანობა და სხეულის უსიამოვნო სუნი;
  • მეჭეჭები;
  • დაღლილობა, სახსრების ან კუნთების სისუსტე;
  • პაციენტს უჭირს მოძრაობა ან სტკივა სახსრები;
  • ძლიერი ხვრინვა;
  • მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • მუდმივი ან მწვავე თავის ტკივილი;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • ერექციული დისფუნქცია.

გართულებული კლინიკური შემთხვევა

არანამკურნალებელ შემთხვევებში აკრომეგალია შესაძლოა გახდეს შემდეგი დაავადებების მიზეზი:

  • ჰიპერტენზია;
  • მაღალი ქოლესტეროლი;
  • კარდიომიოპათია;
  • ოსტეოართრიტი;
  • დიაბეტი ტიპი 2;
  • ჩიყვი;
  • ძილის აპნოე;
  • მხედველობის დაკარგვა და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acromegaly/symptoms-causes/syc-20351222