ბადურის ჩამოშლა - რა სიმპტომებით ვლინდება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ბადურის ჩამოშლა - რა სიმპტომებით ვლინდება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

რას ნიშნავს ბადურის ჩამოშლა?

ბადურის ჩამოშლა წარმოადგენს საგანგებო სიტუაციას რომლის დროსაც ბადურა კარგავს ნორმალურ მდებარეობას - თვალისთვის სასიცოცხლო ქსოვილის ფენა წყდება იმ სისხლძარღვებს, რომელიც მას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

თუ დროულად არ უმკურნალებთ, დაზიანებული თვალის არეში მხედველობას დაკარგავთ.

უმეტესად საჭიროა ქირურგიული ოპერაცია. ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის პროგრესირების შეჩერება ფოტოლაზერკოაგულაციის მეთოდით.

ბადურის ჩამოშლის რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი (ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში);
  • ერთ თვალზე უკვე გქონდათ იგივე დიაგნოზი;
  • ბადურის ჩამოშლის ოჯახური ანამნეზი;
  • ახლომხედველობა;
  • თვალზე გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
  • მწვავე, ძლიერი ტრავმა თვალის არეში;
  • თვალის სხვა დაავადებებით ავადობა.

სიმპტომები

ბადურის ჩამოშლის პროცესი უმტკივნეულოა. თუმცა ბადურის ჩამოშლამდე პაციენტი გრძნობს გარკვეულ სიმპტომებს.

საყურადღებო სიმპტომებია:

  • მოულოდნელად გაჩენილი ლაქები;
  • ერთ ან ორივე თვალში სინათლე ან ციმციმი;
  • ბუნდოვანი მხედველობა;
  • თანდათანობით მცირდება პერიფერიული მხედველობა;
  • ერთგვარი ფარდის მსგავსი ჩრდილი მხედველობის არეზე.

როდის მივმართოთ ექიმს?

ბადურის ჩამოშლისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენისთანავე სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

გახსოვდეთ, ბადურის ჩამოშლა იმ პათოლოგიებს განეკუთვნება, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს - ყოველი წუთი გადამწყვეტია, რადგან ბადურის ჩამოშლის გამო მნიშვნელოვნად იზრდება მხედველობის სამუდამოდ დაკარგვის რისკი.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/retinal-detachment/symptoms-causes/syc-20351344