ჰიპოთირეოზი - რა სიმპტომებით ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება?

ჰიპოთირეოზი - რა სიმპტომებით ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება?

რა არის ჰიპოთირეოზი?

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ჰიპოთირეოზი არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის, ორგანიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ჰორმონებს.

პათოლოგია საწყის სტადიაზე შესაძლოა შესამჩნევი სიმპტომებით არ ხასიათდებოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში, არანამკურნალებელ შემთხვევებში, ჰიპოთირეოზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

ჰიპოთირეოზი შესაძლოა გართულდეს ისეთი საყურადღებო პათოლოგიებით როგორიცაა: სიმსუქნე, სახსრების ტკივილი, გულის დაავადება, უნაყოფობა და სხვა.

დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი დაგინიშნავთ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ჰორმონის რეკომენდებულ და ადეკვატურ დოზას.

სიმპტომები

ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მრავალფეროვანია და სიმპტომატიკა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მწვავედაა გამოხატული ჰორმონის დეფიციტი.

აღსანიშნავია, რომ პათოლოგიური მდგომარეობით გამოწვეული პრობლემები დროთა განმავლობაში და ნელა ყალიბდება; თავდაპირველად პაციენტი ვერც კი აცნობიერებს საფრთხეს და ერთი შეხედვით უმნიშვნელო სიმპტომებს (დაღლილობა თუ წონის მატება) ასაკის მომატებას უკავშირებს. თუმცა მეტაბოლიზმი შენელებას განაგრძობს და გაცილებით მწვავე სიმპტომებიც უკვე თვალსაჩინო ხდება.

ჰიპოთირეოზის სიმპტომებია:

  • დაღლილობა;
  • სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • შეკრულობა;
  • კანის სიმშრალე;
  • წონის მატება;
  • შეშუპებული სახე;
  • კუნთის სისუსტე;
  • სისხლში მომატებული ქოლესტერინი;
  • კუნთის ტკივილი;
  • სახსრების ტკივილი და შეშუპება;
  • არარეგულარული მენსტრუაცია;
  • თხელი თმა;
  • შენელებული გულის შეკუმშვათა სიხშირე;
  • დეპრესია;
  • დაქვეითებული მეხსიერება;
  • ჩიყვი.

რისკ-ფაქტორები

ჰიპოთირეოზისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა მომატებული რისკ-ფაქტორებია:

  • სქესი (მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
  • ასაკი (60 წელს გადაცილებული);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ოჯახური ანამნეზი;
  • აუტოიმუნური დაავადება;
  • როდესმე მკურნალობდით რადიოაქტიური იოდით ან ანტითიროიდული მედიკამენტებით;
  • მიიღეთ რადიაცია კისრის ან გულმკერდის ზედა არეში;
  • ჩაგიტარდათ ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული ოპერაცია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hypothyroidism/symptoms-causes/syc-20350284