რა არის ჰიპერთირეოზი?
ჰიპერთირეოზი (ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი) ვითარდება მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი დიდი რაოდენობით ჰორმონ თიროქსინს გამოიმუშავებს.
ჰიპერთირეოზი აძლიერებს მეტაბოლიზმს, იწვევს უნებლიე (უმიზეზო) წონის კლებასა და არარეგულარულ თუ აჩქარებულ გულისცემას.
სხვადასხვა ტიპის სამკურნალო მეთოდია მოწოდებული - ექიმები იყენებენ თიროიდის საწინააღმდეგო (ანტითიროიდული) მედიკამენტებსა და რადიოაქტიურ იოდს. აღნიშნული მეთოდებით ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავების პროცესი ნელდება.
ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა - ოპერაციის დროს ქირურგი მთლიანად ან ნაწილობრივ კვეთს ფარისებრ ჯირკვალს.
სიმპტომები
ხშირად ეს პათოლოგია სხვა დაავადების მსგავსია და ექიმებს ზუსტი დიაგნოსტირება უჭირთ.
სიმპტომატიკა მრავალფეროვანია და მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- უმიზეზოდ წონის კლება;
- ტაქიკარდია;
- არითმია;
- აჩქარებული გულისცემა;
- გაძლიერებული, მომატებული მადა;
- ნევროზულობა, შფოთვა და გაღიზიანება;
- კანკალი;
- ოფლიანობა;
- მენსტრუაციის ცვლილება;
- სიცხის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ჩვეულზე გახშირებული კუჭის მოქმედება;
- ჩიყვი;
- დაღლილობა;
- კუნთების სისუსტე;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- მტვრევადი თმა.
ჰიპერთირეოზს სხვადასხვა პათოლოგია იწვევს და მათ შორის შემდეგი მდგომარეობები: გრეივსის დაავადება, თირეოდიტი და ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომა.
რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება:
- ოჯახური ანამნეზი (განსაკუთრებით ოჯახში გრეივსის დაავადებით ავადობა);
- სქესი - ქალები უფრო ხშირად ავადობენ;
- სამედიცინო ისტორიაში ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, დიაბეტი ტიპი 1, ანემია და თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა) არსებობა.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
ჰიპერთირეოზი შესაძლოა გართულდეს შემდეგი მდგომარეობით:
- გულის პრობლემები;
- ძვლის დასუსტება, მოტეხილობისკენ მიდრეკილება;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;
- წითელი, შეშუპებული კანი;
- თირეოტოქსიკური კრიზი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hyperthyroidism/symptoms-causes/syc-20373659