როცა იმუნური სისტემა ღვიძლის უჯრედებს ებრძვის - როგორ ამოვიცნოთ აუტოიმუნური ჰეპატიტი?

როცა იმუნური სისტემა ღვიძლის უჯრედებს ებრძვის - როგორ ამოვიცნოთ აუტოიმუნური ჰეპატიტი?

რა არის აუტოიმუნური ჰეპატიტი?

აუტოიმუნური ჰეპატიტი არის ღვიძლის ანთება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ებრძვის, ვნებს საკუთარი ღვიძლის უჯრედებს.

მედიკოსებისთვის ამ პათოლოგიური პროცესის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა დაავადების ჩამოყალიბებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები.

არანამკურნალებელი აუტოიმუნური ჰეპატიტი გადაიზრდება ღვიძლის ციროზში და საბოლოო ჯამში თირკმლის უკმარისობა ჩამოყალიბდება.

ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შემთხვევაში პათოლოგიის მართვა შესაძლებელია; ექიმი მედიკამენტური თერაპიით ასუსტებს იმუნიტეტს.

იმ კლინიკურ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტებით მკურნალობა არაეფექტურია ან ღვიძლი ძლიერ დაზიანებულია, დგება ღვიძლის ტრანსპლანტაციის (გადანერგვა) საკითხი.

სიმპტომები

აუტოიმუნური ჰეპატიტის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • დისკომფორტი მუცლის არეში;
  • სიყვითლე;
  • გადიდებული ღვიძლი;
  • კანზე პათოლოგიური სისხლძარღვები;
  • გამონაყარი;
  • სახსრების ტკივილი;
  • მენსტრუაციის შეწყვეტა.

გამომწვევი მიზეზი

აუტოიმუნური ჰეპატიტი ვლინდება მაშინ, როდესაც იმუნიტეტი ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა უცხო პათოგენეზების დამარცხების ნაცვლად მიზნად ღვიძლის განადგურებას ისახავს.

იმუნიტეტის მიერ განხორციელებული ზეწოლის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ქრონიკული ანთების და ღვიძლის უჯრედების სერიოზული დაზიანების რისკი.

მეცნიერებისთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა უბიძგებს იმუნიტეტს შეცდომით საკუთარ ღვიძლს ავნოს. მეცნიერთა აზრით, საყურადღებოა გენეტიკაც და გარემო ფაქტორებიც.

ცნობილია 2 ძირითადი ფორმა: აუტოიმუნური ჰეპატიტი ტიპი 1 და აუტოიმუნური ჰეპატიტი ტიპი 2.

რისკ-ფაქტორებია:

  • სქესი (მამაკაცებთან შედარებით ქალები უფრო ხშირად ავადობენ);
  • სამედიცინო ისტორიაში ზოგიერთი ინფექციის არსებობა;
  • ოჯახური ანამნეზი;
  • სხვა აუტოიმუნური დაავადებით ავადობა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/autoimmune-hepatitis/symptoms-causes/syc-20352153