რა არის ოსტეოპოროზი?
ოსტეოპოროზი იწვევს ძვლების დასუსტებასა და მსხვრევადობას.
ძვალი იმდენად სუსტი ხდება, რომ დაცემა ან მსუბუქი სტრესიც (მაგალითად, გადახრა, დახველება) კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ძვალი მოიტეხოს.
ოსტეოპოროზისეული მოტეხილობები ხშირად ვლინდება ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის არეში.
მოგეხსენებათ, ძვალი ცოცხალი ქსოვილია, რომელიც მუდმივად განიცდის განახლებას, თუმცა ოსტეოპოროზის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ახალი ძვლის სინთეზი ვერაფრით ანაცვლებს ძველი ქსოვილის კვდომის პროცესს.
ოსტეოპოროზი განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმული ასაკის ქალბატონებში.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მედიკამენტებით, ჯანსაღი კვების რაციონითა და სპეციალური სავარჯიშო პროგრამით ძვლის განლევის პრევენცია ან უკვე დასუსტებული ძვლების გაძლიერებაა შესაძლებელი.
სიმპტომები
ძვლის განლევა ადრეულ სტადიაზე სპეციფიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.
ოსტეოპოროზით დასუსტებული ძვლის შემთხვევაში კი უკვე ჩნდება შემდეგი სიმპტომები:
- ზურგის ტკივილი;
- დროთა განმავლობაში სიმაღლის კლება;
- მოხრა;
- ძვალი, რომელიც ჩვეულთან შედარებით გაცილებით მარტივად ტყდება.
გამომწვევი მიზეზი
ძვალი მუდმივად გადის განახლების პროცესს; ძველი იშლება და მის ადგილას ახალი წარმოიქმნება.
ახალგაზრდა ორგანიზმში ეს პროცესი გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ძვლის მასაც ეფექტურად იზრდება - პროცესი კულმინაციას, როგორც წესი, 30 წლის ასაკში აღწევს. ასაკის მატებასთან ერთად ძვლის მასა უფრო სწრაფად მცირდება.
ოსტეოპოროზის ჩამოყალიბების შანსი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და უმეტესად იმაზე თუ ახალგაზრდა ასაკში რა რაოდენობის ძვლის მასა დააგროვა ორგანიზმმა. რაც უფრო მაღალია ძვლის ქსოვილის მარაგი, მით ნაკლებია ოსტეოპოროზის განვითარების რისკი.
ზოგჯერ გასათვალისწინებელია მემკვიდრული ფაქტორიც.
რისკ-ჯგუფს წარმოადგენს ოჯახური ანამნეზი, სქესი (ქალებში უფრო ხშირია), ასაკის მატება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteoporosis/symptoms-causes/syc-20351968