რკინადეფიციტური ანემია - გამომწვევი მიზეზები

რკინადეფიციტური ანემია - გამომწვევი მიზეზები

რა არის ანემია (სისხლნაკლებობა)?

ანემია ხშირ პათოლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს.მედიკოსების განმარტებით, კლინიკურ პრაქტიკაში რკინადეფიციტური ანემია ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

რკინადეფიციტური ანემია ნიშნავს იმას, რომ პაციენტის ორგანიზმში არ არის რეკომენდებული, ადეკვატური რაოდენობის რკინა. რკინა კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობით ის ნაერთი, რომელიც სისხლის წითელ უჯრედებს ჟანგბადის, ჰემოგლობინის გადასატანად ესაჭიროება.

გამომწვევი მიზეზებია:

  • სისხლის დაკარგვა;
  • კვების რაციონში რკინის დეფიციტი (როცა არ მიირთმევთ რკინით მდიდარ პროდუქტებს);
  • მდგომარეობა, როცა დაქვეითებულია რკინის შეწოვის უნარი;
  • ორსულობა.

რისკ-ფაქტორები

რკინადეფიციტური ანემიის რისკ-ჯგუფში შედიან ქალები, ჩვილები და ბავშვები, ვეგეტარიანელები.

გართულებული შემთხვევა

მსუბუქი ფორმის დროს რკინადეფიციტური ანემია არ იწვევს სერიოზულ გართულებებს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ანემიას სათანადოდ მკურნალობა, მართვა სჭირდება.

არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში რკინადეფიციტური ანემია შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიების განვითარების მიზეზი გახდეს.

მაგალითად, შესაძლოა გამოვლინდეს:

  • გულის პრობლემები;
  • პრობლემები ორსულობის დროს;
  • ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დიაგნოსტირება

დიაგნოზისთვის ექიმმა შესაძლოა დანიშნოს შემდეგი ანალიზები:

  • ფერიტინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში;
  • ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა;
  • ჰემატოკრიტის ტესტი;
  • სისხლის წითელი უჯრედის ზომისა და ფერის განსაზღვრა.

შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევებიც.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/iron-deficiency-anemia/symptoms-causes/syc-20355034