რა არის აფაზია?
აფაზია არის მდგომარეობა, რომლის გამოც ადამიანს უჭირს სათანადოდ კომუნიკაცია.
დარღვევა გავლენას ახდენს მეტყველებაზე, წერისა და გააზრების უნარზე - აფაზია ვნებს როგორც ვერბალურ, ისე წერით უნარს.
პათოლოგია ყალიბდება სრულიად მოულოდნელად ინსულტის ან თავის არეში მიღებული ტრავმის, დაზიანების შემდეგ. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ვლინდება ტვინის სიმსივნის შედეგად.
პათოლოგიის სიმძიმე დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მაგალითად, ტვინის დაზიანების მოცულობასა და გამომწვევ მიზეზზე.
მკურნალობა მოიცავს მეტყველების თერაპიას. აფაზიის დროს ადამიანი, ფაქტობრივად, ხელახლა სწავლობს საუბარს და ითვისებს კომუნიკაციისთვის საჭირო სხვადასხვა გზას.თერაპიაში ხშირად არიან ჩართულნი პაციენტის ოჯახის წევრებიც.
სიმპტომები
აფაზიით დაავადებულ პაციენტებში ვლინდება შემდეგი:
- საუბრობს მოკლე ან არასრული წინადადებებით;
- გაგიჭირდებათ მის მიერ წარმოთქმულ წინადადებაში გარკვეული შინაარსის პოვნა;
- ერთ სიტყვას მეორეთი ცვლის;
- წარმოთქვამს სიტყვებს, რომელიც არ გესმით, ვერ იგებთ;
- პაციენტი ვერ იაზრებს სხვის საუბარს;
- წერს წინადადებებს, რომელიც უშინაარსოა, არ იკითხება აზრი, მნიშვნელობა.
გამომწვევი მიზეზი
აფაზიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია ინსულტის გამო ტვინის დაზიანება.
აფაზია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტვინის იმ დაზიანებითაც, რომელსაც იწვევს თავის ძლიერი ტრავმა, სიმსივნე, ინფექცია თუ დეგენერაციული პროცესი.
ზოგჯერ შესაძლოა დაფიქსირდეს აფაზიის დროებითი ეპიზოდები და აღნიშნული მოსალოდნელია შაკიკის, გულყრისა და გარდამავალი იშემიური შეტევის დროს.
გართულებული შემთხვევა
ვინაიდან კომუნიკაცია ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, აფაზიის გამო პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება, რაც გამოიხატება როგორც პირადი, ისე პროფესიული პრობლემებით.
სიმპტომებით წარმოქმნილი ბარიერის გამო პაციენტი შესაძლოა გრძნობდეს უხერხულობას - იზრდება დეპრესიის რისკი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/aphasia/symptoms-causes/syc-20369518