ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი გახდა ინდოეთის ჯანდაცვის სისტემის წარმატებული კლინიკათა ქსელი.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრსა და ორგანიზაცია Max Healthcare-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, რომ იმკურნალონ ქსელში შემავალ 14 კლინიკაში.
როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა ვასილ გერგედავამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ორგანიზაციაში დასაქმებულია 2000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი, ხოლო თითოეული კლინიკა უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. მისი განმარტებით, კლინიკაში წარმატებით ტარდება ღვიძლის, თირკმლის, ფილტვისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ურთულესი ოპერაციები.