რა არის პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი?
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ხშირი ჰორმონალური დარღვევაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში.
სინდრომი ხასიათდება იშვიათი ან ხანგრძლივი მენსტრუალური პერიოდებით,ან მამაკაცური ჰორმონის (ანდროგენი) მომატებული დონით. საკვერცხე გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ფოლიკულებს.
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადრეული დიაგნოსტირებითა და მკურნალობით, ამავდროულად წონის კლებით, შესაძლებელია ისეთი დაავადებების პრევენცია როგორიცაა დიაბეტი ტიპი 2 და გულის დაავადება.
სიმპტომები
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის სიმპტომები,როგორც წესი, ვლინდებაპირველი მენსტრუაციის შემდეგ, სქესობრივი მომწიფების ასაკში. ზოგჯერ კი სიმპტომები ჩნდება მოგვიანებით, წონის მატების ფონზე.
სიმპტომები მრავალფეროვანია, თუმცა პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი ასოცირდება ამ ძირითად ნიშნებთან:
- არარეგულარული მენსტრუალური ციკლი;
- ჰორმონ ანდროგენის მომატებული მაჩვენებელი;
- პოლიკისტური საკვერცხეები.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ მენსტრუაცია არარეგულარულია, გაქვთ დაორსულების პრობლემა.
ასევე რეკომენდებულია მიმართოთ ექიმს თუ შენიშნეთ ჰორმონ ანდროგენის მომატებული მაჩვენებელი.
ქალის ორგანიზმში ამ ჰორმონის სიჭარბე ვლინდება შემდეგი სიმპტომებით:
- ჭარბთმიანობა;
- აკნე;
- მამაკაცური სიმელოტის ნიშნები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/pcos/symptoms-causes/syc-20353439