რატომ ჩნდება ღაბაბი?

რატომ ჩნდება ღაბაბი?

ღაბაბი მოშვებული კანია.

ღაბაბი უფრო მეტად ვიზუალური საკითხია - ბევრი ქალბატონი ამის გამო დისკომფორტს განიცდის.

სამედიცინო თვალსაზრისით, ღაბაბი რომელიმე დაავადების სიმპტომს არ წარმოადგენს.

ღაბაბი ეს არის ცხიმის შრე, რომელიც ნიკაპქვეშ გროვდება. როცა აღნიშნული შრე საკმარისად ივსება, ფორმირდება ერთგვარი ნაოჭი, რაც ვიზუალურად ღაბაბის ეფექტს ქმნის.

ღაბაბს ყველაზე ხშირად იწვევს შემდეგი ფაქტორები:

  • ჭარბი წონა;
  • ასაკის მატება (ასაკობრივი);
  • სხეულის ცუდი პოზა;
  • სახის სტრუქტურა (თანდაყოლილი);
  • გენეტიკა.

მოშვებული ღაბაბის კორექცია შესაძლებელია ქირურგიული ჩარევით. ამასთან, ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინის ცენტრში შესაძლოა შემოგთავაზონ აპარატურული და ინექციური მეთოდი (ერთობლივად).

თუ ღაბაბი სიმსუქნითაა გამოწვეული, ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად ნიკაპქვეშ დაგროვილი ცხიმიც მოგცილდებათ.

 

წყარო:

https://www.atlantafaceandbody.com/what-causes-a-double-chin-causes-and-treatment-options/