Apollo Lifeline ჩვენი ორგანიზაციის ახალი პარტნიორია.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორთა სიას შეემატა ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლინიკათა ქსელი Apollo Lifeline, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში 30 წელზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს და 50 მილიონამდე პაციენტს უკვე გაუწია საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურება.
როგორც ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, კომპანიაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი და 25 ქალაქში 64 ულტრათანამედროვე კლინიკითაა წარმოდგენილი.
"ვსაუბრობთ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და სანდო კლინიკათა ქსელზე, სადაც მკურნალობენ თანამედროვე მიდგომით, ინოვაციური მეთოდებით. თითოეული საავადმყოფო აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია დროული და სწორი დიაგნოსტირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც ქალაქ ჩენაიში მდებარეობს, დანერგილია პროტონული თერაპია. გავეცანით კლინიკის საერთაშორისო პაციენტთა მკურნალობის დეპარტამენტს, სადაც ყველა პროტოკოლის დაცვით, პაციენტის საჭიროებაზე გათვლილი ინდივიდუალური ტურისტული პაკეტი მზადდება. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექსკლუზიურად ჩვენი კომპანიის პაციენტებისთვის განკუთვნილია ფასდაკლება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პაციენტს საშუალება ეძლევა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიაროს ექიმთან კონსულტაცია", - განაცხადა ქალბატონმა ეკატერინემ.