ჭინჭრის ციება - რა იწვევს კანის რეაქციას?

ჭინჭრის ციება - რა იწვევს კანის რეაქციას?

რა არის ჭინჭრის ციება?

ჭინჭრის ციება (ურტიკარია) კანის რეაქციაა, რომელიც იწვევს გამონაყარს; ჩნდება როგორც პატარა ლაქები, ისე დიდი ზომის ბუშტუკოვანი მუწუკები. ადამიანს აწუხებს ქავილის შეგრძნება.

ანგიოედემა კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, ძირითადად, ზიანდება სახისა და ტუჩების არე. ანგიოედემა შესაძლოა აღმოცენდეს ჭინჭრის ციებასთან ერთად ან დამოუკიდებლად.

ჭინჭრის ციება და ანგიოედემა გავრცელებულია - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უვნებელია, მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშეც კი, არ ტოვებს ორგანიზმში კვალს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ჭინჭრის ციებას და ანგიოედემას მკურნალობენ ანტიჰისტამინური პრეპარატებით.

ანგიოედემა სიცოცხლისთვის საშიშია იმ შემთხვევაში, თუ შეშუპების გამო იხშობა სასუნთქი გზები.

სიმპტომები

ჭინჭრის ციება

ჭინჭრის ციებასთან ასოცირებული ბუშტუკოვანი გამონაყარი შესაძლოა იწვევდეს:

  • სიწითლეს;
  • ქავილს;
  • იყოს მრგვალი ან მატლის ფორმის;
  • ბარდასავით პაწაწინა ან სადილის თეფშის მსგავსად მოცულობითი ზომის.

როგორც წესი, ჭინჭრის ციება ქრება 24 საათში, ხოლო ქრონიკულ შემთხვევაში გრძელდება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში.

ანგიოედემა

ამ შემთხვევაში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • ბუშტუკები, რომელიც ჩნდება რამდენიმე წუთიდან საათამდე პერიოდში;
  • თვალების, ლოყების ან ტუჩის არეში შეშუპება და სიწითლე;
  • დაზიანებულ არეში ტკივილი ან სიმხურვალე.

გამომწვევი მიზეზებია:

  • კვების რაციონი (თევზი, მიწისთხილი, თხილი, სოიო, ხორბალი, კვერცხი, რძე);
  • ზოგიერთი მედიკამენტი;
  • ჰაერში არსებული ალერგენები;
  • გარემო ფაქტორები;
  • სხვადასხვა დაავადება.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hives-and-angioedema/symptoms-causes/syc-20354908