დაქვეითებული თვითშეფასება, არასტაბილური ურთიერთობები, ემოციების მართვის სირთულე

დაქვეითებული თვითშეფასება, არასტაბილური ურთიერთობები, ემოციების მართვის სირთულე

რა არის ზღვრული პიროვნული აშლილობა?

ზღვრული პიროვნული აშლილობა ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დარღვევის გამო ადამიანს აქვს დაქვეითებული თვითშეფასება, უჭირს ქცევისა და ემოციების კონტროლი, ხშირად აწყდება არასტაბილურ ურთიერთობებს, უჩივის განწყობის მკვეთრ ცვლილებას, იმპულსურია.

გარკვეული მეთოდებით მდგომარეობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია - აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს.

სიმპტომები

ზღვრული პიროვნული აშლილობის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • შიშირომ მიატოვებენ;
  • პაციენტისთვის კონკრეტული პირი ერთ მომენტში იდეალურია, თუმცა მოულოდნელად უჩნდება საწინააღმდეგო აზრი და თვლის, რომ ეს პიროვნება არათუ იდეალური, არამედ უგულოა, მასზე სათანადოდ არ ზრუნავს;
  • დაქვეითებული თვითშეფასება;
  • იმპულსური, უპასუხისმგებლო და რისკის შემცველი ქცევები (აზარტული თამაში, დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ავტომობილის მართვა წესების დარღვევით, ზედმეტი საკვების მიღება, ნარკოტიკების მოხმარება და სხვა);
  • გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება და სხვა.

გამომწვევი მიზეზი

სხვა ფსიქიკური დარღვევის მსგავსად, ზღვრული პიროვნული აშლილობის ზუსტი გამომწვევი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია. თუმცა შესაძლო გამომწვევ მიზეზებს განეკუთვნება გარემო ფაქტორები, გენეტიკა და ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/borderline-personality-disorder/symptoms-causes/syc-20370237