კუჭის შეკრულობას ამ მეთოდებით უმკურნალეთ

კუჭის შეკრულობას ამ მეთოდებით უმკურნალეთ

შეკრულობა (სამედიცინო ენაზე ყაბზობა) ხშირი ჩივილია.

თუ ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ ამ პრობლემას, დაგვეთანხმებით, საკმაოდ დიდი დისკომფორტია.

შეკრულობა ნაწლავის დაყოვნებული, არასრული ან გაძნელებული დაცლაა.

ყაბზობისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • კვირაში სამზე ნაკლები დეფეკაცია;
  • მყარი, გამაგრებული ან გამომშრალი განავალი;
  • კუჭის მოქმედების დროს ჭინთვა;
  • დაუცლელობის შეგრძნება, თითქოს სწორი ნაწლავიდან განავალი ბოლომდე არ გადის.

გაითვალისწინეთ, რომ თუ კუჭის შეკრულობას ხშირად უჩივით, თვითმკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

რეკომენდაცია

შეკრულობის დროს შესაძლოა დაგეხმაროთ რამდენიმე მეთოდი:

  • დალიეთ წყალი;
  • მიირთვით ბოჭკოთი მდიდარი საკვები: შვრია, მარცვლეული, ბოსტნეული, ხილი (განსაკუთრებით ვაშლი). ასევე შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს შემდეგი პროდუქტები: იოგურტი, კეფირი, ბოსტნეულის წვნიანი, ქლიავის ჩირი;
  • აფთიაქში შეიძინეთ მედიკამენტი, რომელიც კუჭის მოქმედებაში დაგეხმარებათ (აფთიაქში განუმარტეთ ჩივილის შესახებ და სპეციალისტი დაგეხმარებათ);
  • როგორც შეძლებთ იმოძრავეთ, შეგიძლიათ ერთ ადგილზე იხტუნოთ;
  • ჩაიტარეთ მუცლის მასაჟი ნაწლავის პერისტალტიკის გასაუმჯობესებლად.

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/digestive-health/how-to-make-yourself-poop