რატომ არის მოხარშული კვერცხი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?
კვერცხი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით.
კვერცხი ცილის წყაროა.
საკვები ნივთიერებების დიდი რაოდენობა კვერცხის გულშია თავმოყრილი - ეს გემრიელი პროდუქტი აუცილებელია იმუნიტეტისთვის, არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლისა და კუჭ-ნაწლავის სათანადო ფუნქციონირებისთვის.
კვერცხი ორგანიზმში აღადგენს ცხიმების, ცილებისა და კალორიების ბალანსს.
იგი გემრიელი, სასარგებლო და რაც მთავარია მარტივად დასანაყრებელი ნოყიერი პროდუქტია.
კვერცხის გული მდიდარია ისეთი სასარგებლო მინერალებით როგორიცაა: რკინა, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია, ფოსფორი.
წარმოგიდგენთ მოხარშული კვერცხის სასარგებლო თვისებებს:
- წონის კლებას უწყობს ხელს;
- აძლიერებს ძვალს - დადებითი ეფექტი აქვს ზრდა-განვითარების პროცესზე;
- აჩქარებს მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა);
- დადებითი ეფექტი აქვს ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე;
- შეუცვლელი საკვებია ჯანმრთელი თვალებისთვის;
- აძლიერებს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
წყარო: