ციტომეგალოვირუსის სიმპტომები

ციტომეგალოვირუსის სიმპტომები

რა არის ციტომეგალოვირუსი?

ციტომეგალოვირუსი გავრცელებული ვირუსია. ინფექცია სხეულში სიცოცხლის ბოლომდე რჩება.

ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს ვირუსით რომ ავადობს, რადგან ორგანიზმში შეჭრის მიუხედავად იშვიათად იწვევს პრობლემებს ჯანმრთელ ადამიანში.თუმცა ორსულობის ან დასუსტებული იმუნიტეტის დროს ვირუსის გამო გარკვეული სიმპტომები ვლინდება.

თუ ქალს ორსულობისას განუვითარდა აქტიური ციტომეგალოვირუსის ინფექცია, ვირუსი ბავშვსაც გადაეცემა.

აუცილებელია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური მართვა, რადგან ციტომეგალოვირუსის გამო ამ პირებში ინფექცია შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.

ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა ორგანიზმის სითხით (სისხლი, ნერწყვი, შარდი, რძე, სპერმა).

ვირუსისგან სრული განკურნების მეთოდი არ არსებობს, მაგრამ გარკვეული მედიკამენტებით სიმპტომების შემსუბუქებაა შესაძლებელი.

სიმპტომები

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსის დროს და ასევე დაბადების შემდეგ ავადობის შემთხვევაში ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • წონის ნაკლებობა დაბადებისას;
  • სიყვითლე;
  • გადიდებული ღვიძლი და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება;
  • იისფერი ლაქები და გამონაყარი კანზე;
  • პათოლოგიურად პატარა თავი;
  • გადიდებული ელენთა;
  • ფილტვების ანთება;
  • შეტევა (გულყრა).

სუსტი იმუნიტეტის დროს ვირუსი ვნებს შემდეგ ორგანოებს:

  • თვალები;
  • ფილტვები;
  • ღვიძლი;
  • კუჭი;
  • ნაწლავები;
  • ტვინი.

როცა ადამიანი ჯანმრთელია, ორგანიზმში ციტომეგალოვირუსის არსებობის მიუხედავად პირი დისკომფორტს ვერ გრძნობს.

თუმცა პირველად დაინფიცირების შემთხვევაში ზოგიერთ პირს შესაძლოა ჰქონდეს ინფექციური მონონუკლეოზის მსგავსი ნიშნები:

  • დაღლილობა;
  • სიცხე;
  • ყელის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი.

ციტომეგალოვირუსი დაკავშირებულია იმ ვირუსთან, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას, ჰერპესსა და მონონუკლეოზს.

ვირუსი ციკლური პერიოდულობით გამოირჩევა, ზოგჯერ პასიურია და ზოგჯერ აქტიური.

ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აქტიური არ არის, პრობლემებს არ იწვევს. როცა ვირუსი აქტიურ ფაზაშია, ინფექცია სხვასაც გადაეცემა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cmv/symptoms-causes/syc-20355358